x
image
მაქს კავალერა
26 მაისი გაიმართება არა თავისუფლების მოედანზე

ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქცია ნელ-ნელა ხურდება და საზოგადოებაც სიახლეების მოლოდინშია, რიონის ხეობის მცველების აზრით ეს აქცია ყოვლად აპოლიტიკური და უპარტიო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოიწვევს ესკალაციას და ინტერესთა კონფლიქტს შიგნით აქტივისტებს შორის და ხალხსაც იმედი გაუცრუვდებათ აქტიური პოლიტიკური პროცესების მიმართ.

გუშინ, გამართულ აქციაზე რიონის ხეობის მცველებმა, ხელისუფლებას მოუწოდეს, დღეს 12 საათამდე მიეღოთ გონივრული გადაწყვეტილება და ქვეყნისთვის საზიანო ხელშეკრულება გაეუქმებინათ, რაც უცხოური კომპანიისთვის მიზერულ ფასად მიწის გადაცემას ითვალისწინებს. თუმცა, დღეს გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა რიონის ხეობის მცველები 90-იანების გადმონაშთს შეადარა და მათთან საუბარი და კომუნიკაცია მინიმალურ ზღვრამდე დაიყვანა.

დღეს, საგანგებო ბრიფინგზე ვარლამ გოლეთიანმა, მთლიანად შეაჯამა დღემდე არსებული ვითარება და ისაუბრა იმ ტყუილებზე, რომლებსაც ხელისუფლება მუდმივად მიმართავდა მათთან საკომუნიკაციოდ და ყოველ ჯერზე გადაგდების ტაქტიკას იყენებდა, ამიტომაც გადაწყდა რომ 26 მაისი გაიმართება არა თავისუფლების მოედანზე, არამედ იქ სადაც ნამდვილად ქართველი ხალხი დგას და სადაც თავისუფლებისთვის იბრძვიან.image

17
36
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
36
  
მარსზეც და იუპიტერზეც
2021, 28 მაისი, 23:55
შენ ავღანეთშიც იქნები ნამყოფი
პატრიოტიზმი რა შუაშია?! არ ხარ ჯიგარო ჯარში ნამყოფი ან სადაც იყავი ჯარი არ ყოფილა. ეს რო ასე იყოს მიხვდებოდით,რას ვგულისხმობდი.

ერთი მეთაური მყავდა,ვინც გვეუბნეოდა,რომ 6 თვის მერე ადამიანების ცნობა აღარ გაგიჭირდებათი და ვის რა ზომის უნდა ადვილად გასაგები იქნებაო. აი,აქედან ვხდები,ვინ ამბობს მართალს და ვინ არა.
2021, 27 მაისი, 1:04
პატრიოტიზმი უკანასკნელი ნაძირლების თავშესაფარიაო გამიგია
ხოდა ეგ თუ მართალია ეგ კითხვა არ უნდა დაგესვა.
2021, 26 მაისი, 19:46
კი, ჯარში ვარ ნამყოფი. მერე?
ჯარში ხართ ნამყოფი?
2021, 26 მაისი, 13:35
ვინ იცი რომელიც საკუთარი რეკლამისთვის იყენებდა ადამიანებს?
იმ ხალხს,რომელბიც დიადი პატრიოტული ლოზუნგებით გამოდიან და მანიპულირებენ ადამიანთა გრძნობებით,გაჭირვებით და მათი ნაკლები ცოდნით. ის ხალხი,რომლებიც პირადი კეთილდღეობისათვის და საკუთარი რეკლამისათვის იყენებს ადამიანებს.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10