ასტროლოგია „ავარიები, კონფლიქტები და ადამიანებს შორის დაპირისპირება მატულობს“ - ცაგარელის გაფრთხილება 2021, 24 მაისი, 14:21 26 მაისს მნიშვნელოვანი დღეა - სავსემთვარეობაა და ასევე მთვარის დაბნელება ერთდროულად. ამ პერიოდში ცდუნების ალბათობა მატულობს, ყველას უნდა პირველობა და ეგოს დაკმაყოფილება, მაგრამ იყავით ფრთხილად და არ აჰყვეთ ცდუნებებს, ამის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი „იმედის დილაში“ საუბრობს. .
ამ პერიოდში ავარიების, კონფლიქტების და ადამიანებს შორის დაპირისპირება მატულობს.
. 25, 26, 27 და 30 მაისი არის გეომაგნიტური დღეები, რაც ნიშნავს იმას, რომ რადიკალურად იცვლება გულ-სისხლძარღვთა მდგომარეობა, შესაძლოა წნევის ცვალებადობაც და გაიზომეთ ხშირად წნევა. . შაბათ-კვირას კი შესაძლოა ტრანსპორტის შეფერხებამ იჩინოს თავი, რადგან მერკური უკანავალი ხდება 23 ივნისამდე, რაც საცობების მომატებას გამოიწვევს. 26 მაისი კვირის ყველაზე რთული დღეა და ასტროლოგმა საზოგადოებას სთხოვა ეს დღე მშვიდად გაატარონ. . რაც შეეხება ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებს, მათი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება: . ♈ვერძი - აქტიური, ენერგიული, ინტიციურია და ემატება შარმი. ენერგოტონუსი ვერძების მაღალია. ♉კურო - ფრთხილად იყავით თქვენი სიჯიუტისა და სიზარმაცის მიმართ. ყიდვა გაყიდვისათვის და უძრავი ქონების შეძენისათვის და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. ♊ტყუპები - ამ ნიშნისთვის იწყება ვარსკვალური დრო, 1 თვე მათ ხელში ვართ. არიან შარმიანები, ლიდერული თვისებები იმატებს და ხდება დაუღალავი ნიშანი. ♋კირჩხიბი - მათ ეწყებათ ერთ-ერთ ყველაზე რთული პერიოდი წლის განმავლობაში და იყვნენ ყველაფერში ყურადღებით, რადგან ენერგოტონუსი მცირდება. მათ მიმართ ფარული ჭორები მატულობს, არ ისაუბროთ თქვენს სამომავლო გეგმებზე. ♌ლომი - აქტიურები და ენერგიულები არიან. კარგი პერიოდია ახალი კონტაქტის დამყარებისთვის. ლომების საყვარელი ფრაზა „ყოველთვის მართალი ვარ, “ შეიძლებ გახდეს წინააღმდეგობის ფაქტორი, როგორც სახლში ასევე სამსახურში. ♍ქალწული - გეგმები და იდეები, რომლებიც დასახული ჰქონდათ შესაძლოა შეიცვალოს. ასტროლოგი ურჩევს ამ გეგმის ცვლილებებს კარგად შეხვდნენ. მთლიანობაში კი კვირა კარგია და ენეგოტონუსი კარგი აქვთ. ♎სასწორი - ძველი ვალები, რომლებც არ გაიუსტუმრეთ შესაძლოა ახლა მოგიწიოთ მათი გადახდა. კარგი პერიოდია უცხო ენების ათვისებისთვის და უცხოელებთან კონტაქტებისთვის. ♏მორიელი - ენერგოტონუსი ეცემა. არ დაეყრდნოთ პარტნიორის ფინანსებს და გაითვალისწინეთ სხვისი აზრები, გვერდზე გადადეთ თქვენი სიჯიუტე. ♐მშვილდოსანი - ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი ეწყება მშვილდოსანას, ხდება აქტიური და წარმატებული. პარტნიორული ურთიერთობებისთვის და ახალი იდეების რეალიზაციისთვის კარგი პერიოდია და მთელი თვე მშვილდოსნებს წინ გაქვთ. ♑თხის რქა - მათი მთავარი პრობლემა გაზრდილი ამბიციაა, რამაც შესაძლოა ოჯახის წევრებთნ დააპირისპიროს. არ იყოთ ჯიუტი. ♒მერწყული - ერთ-ერთი საუკეთესო კვირა აქვთ, ყველაფერი გამოგდით ამ კვირაში თქვენი წარმატების შანსი მატულობს. თქვენ ამ კვირაში გაქვთ შანსი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების. . ♓თევზები - ეს კვირა კარგია რომანტიული კავშირისთვის, ასევე ამ კვირაში ყველაფერი გამოსდით და ასტროლოგი ურჩევს თევზებს, რომ ეს კვირა მაქსიმალურად გამოიყენონ. 173 შეფასება არ არის
|