x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვარლამს შემოვევლე, პოლიტიკოსები არ გვინდაო, ხელისუფლებას არ ვებრძვითო და აბა მე მიცხადებ ულტიმატუმს ჩემიკაი?“
image


პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი, ნამახვან ჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის ლიდერს ვარლამ გოლეთიანს სოციალური ქსელის საშუალებით მიმართავს:

.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების ულტიმატუმი „ოცნებას“ – „თუ ხვალ, 12 საათამდე მოთხოვნები არ შესრულდება, მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას“ .


.

ვარლამს შემოვევლე, მეც წინააღმდეგი ვარ ნამახვანჰესის, მაგრამ პოლიტიკოსები არ გვინდაო, ხელისუფლებას არ ვებრძვითო და აბა მე მიცხადებ ულტიმატუმს ჩემიკაი?

.
ჩვენ უშენოდაც პარალიზებულები ვართ, თან ნამახვანჰესთან ერთად აფეთქებული საყდრისი გვაწუხებს, გელათი რო ინგრევა მაგაზეც ვდარდობთ, რუსეთს რო პასუხისგამცემი ხელისუფლების ნაცვლად ფეხქვეშგაგებული უთავმოყვარეო ხროვა ტრაკს ულოკავს, არც ეგ მოგვწონს...
გავერთინდეთ ნამახვანის მცველებო ყველა ერთად საქართველოს მცველებად და ჩემდათავად უკანდამხევის დედებზე გალობა ჩემზე იყოს!

.

„დაჰკივლებს სოფლის თავკაცი
მოწუწუნეებს ავადა,
ვისაც თავი აქვს არ მოგვყვეს,
დედა შაერთოს ცოლადა,
შიმშილით სული ამოხდეს,
გული გაეპოს ორადა“.
ჰა მოდიხარ ვარლამ?“

,


შეგახსენებთ, დღევანდელ აქციაზე ვარლამ გოლეთიანმა ულტიმატუმი გააჯღერა და თბილისის პარალიზებით დაიმუქრა.

.

„ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო, - ამის შესახებ რესპუბლიკის მოედანზე "ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

.

გოლეთიანმა აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ისინი დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.

.

"ჩვენ ჩავალთ ყველგან და სისტემურ მუშაობას დავიწყებთ. ეს შეარყევს სისტემას და ძვირად დაუჯდება ხელისუფლებას. გადაწყვეტილება მათზეა. ჩვენ სახალხო პრობლემებზე და წუხილების სადარაჯოზე ვიქნებით სულ. ჩვენ უნდა დავინახოთ ამ ლოკალურ პრობლემაში სისტემური სახე სისტემისა.

.

ხვალ, 12:00 საათამდე ეძლევა ხელისუფლებას დრო ჩვენი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, წამმზომი ჩაირთო. ჩვენ აქ დავრჩებით ყველა იქამდე ვიდრე არ შესრულდება ჩვენი მოთხოვნები. თუ ხვალ, 12:00 საათამდე არ იქნება პასუხი, ჩვენ მოვახდენთ დედაქალაქის პარალიზებას მთლიანად, ვერავინ ვერ შეძლებს გადაადგილებას.

.

ამისთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სიმრავლე და კიდე დაგვემატონ.

მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე!", - განაცხადა გოლეთიანმა.

1
565
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
565
  
2021, 24 მაისი, 0:03
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1