x
image
მადამ ფისუნია
Top 5 - სიმღერა ფილმიდან
image

მსურს შემოგთავაზოთ ჩემი რჩეული სიმღერები, რომლებსაც პირველად არა მიუზიკლ ფილმებში შევხვდი და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი. უმეტესობა მათგანი კი ხანგრძლივი დროით ავიკვიატე.

  • პედრო ალმადოვარის „მაღალი ქუსლები“
  • ბევრჯერ აღმინიშნავს, რომ ეს რეჟისორი ჩემი ფავორიტია და არაა გასაკვირი რომ მის ფილმში აღმოვაჩინე ლუზ კასელის ეს საოცარი სიმღერა, ეს სცენა ფილმის დასაწყისშივე გვხვდება, როდესაც ერთერთ ბარში,

    ქალის სამოსში გამოწყობილი მამაკაცი ცდილობს განასახიეროს პოპულარული ვარსკვლავი, რომელიც თავადვე ესწრება ამ პერფორმანსს.

  • ფრენსის ფორდ კოპოლას „ნათლია 3“ მესამე ნაწილი, სადაც მაიკლის ვაჟი მღერის მეტად ემოციურ სიცილიურ სიმღერას, რომლის კომპოზიტორიც არის ნინო როტა.
  • ჯიმ ჯარმუშის ფილმი „მხოლოდ შეყვარებულები გადარჩებიან“

  • ფილმის სცენარი არის თითქოს ფანტასტიკური, არარეალური, მაგრამ ამავდროულად მეტად ადამიანური და ხორციელი, მიუხედავად იმისა, რომ ფილმი გამოირჩევა ბევრი დიდებული მელოდიით, ჩემი ფავორიტი მაინც არის ფილმის მიწურულს, იასმინ ჰამდანის სიმღერა ჰალ.

  • ითან და ჯოელ კოენების კოლაბორაციული ფილმი „ბასტერ სკრაგსის ბალადა“, რომელშიც არის თავმოყრილი, დასავლეთში, სამოქალაქო ომის დასასრულს, განვითარებული 6 ინდივიდის ისტორია. .
  • Da ბოლოს, ფერზან ოზპეტეკის იტალიური ფილმი „ფუჭი გასროლები“, რომელსაც არამხოლოდ საინტერესო სცენარი აქვს, არამედ დამაგვირგვინებელი სცენის სიმღერაც საოცარია, რაც არაა გასაკვირი, თუ გავითვალისსწინებთ მის შემსრულებელს, რომელსაც ხშირად უწოდებენ თურქული პოპის დედოფალს, სეზენ აკსუს.
  • 0
    64
    1-ს მოსწონს
    ავტორი:მადამ ფისუნია
    მადამ ფისუნია
    64
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0