სხვა შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა 2021, 24 მაისი, 9:39 იმისთვის, რომ საზარელი ადგილები იხილოთ და ადრენალინის დოზა მიიღოთ, სულაც არ არის საჭირო სახლიდან გამოსვლა, ბევრი ასეთი შიშისმომგვრელი ადგილები Google რუქებზე იმალება. შენობა-მოჩვენებები, უცნაური ნიშნები მინდვრებზე, გემის კატასტროფა და საშინელი არსებები-ისინი შემთხვევით მოხვდნენ რუქების ფოტოებზე, მაგრამ უკვე მოიარეს ინტერნეტი. შევხედოთ რამდენიმე მათგანს:
ჩაძირული ავტომანქანაფლორიდის (აშშ) 40 წლის მკვიდრი, უილიამ მოლდტი, უკვალოდ დაკარგულად ითვლებოდა 1997 წლის 7 ნოემბრიდან. მამაკაცი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა ღამის კლუბიდან. პოლიციამ წლების მანძილზე ვერ მიაგნო მის ვერანაირ კვალს. 2019 წელს, ერთმა ადამიანმა პოლიციას წყალსაცავში ჩაძირული ავტომანქანის შესახებ შეატყობინა, რომელიც Google რუქაზე შენიშნა. როცა მანქანა წყლიდან ამოიყვანეს, მასში ადამიანის ჩონჩხი აღმოჩნდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის მოლდტს ეკუთვნოდა. უცნაური სკულპტურა დედამიწაზეამბობენ, ეს ადამიანის გიგანტური სკულპტურა შოტლანდიელი განგსტერის და მკვლელის-ჯიმი ბოილის გაკეთებულია. მას 1967 წლიდან სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი სხვა განგსტერის მკვლელობის გამო. სკულპტურა მდებარეობს შოტლანდიაში, ჰანტერს-ჰოლის პარკში. რელიგიური ნიშნებიეს ნიშნები, რომელიც მესა უერფანიტთან (ნიუ-მექსიკოს შტატი, აშშ) მდებარეობს, უცხოპლანეტელების ნამოქმედარს გვაგონებს. სინამდვილეში, ეს სიმბოლო სეიენტოლოგების რელიგიური მოძრაობის მიმდევრების დახატულია. ნიშნები მიუთითებს ბუნკერზე, სადაც მწერალ-ფანტასტ ლ. რონ ჰაბარდის ნამუშევრები ინახება. მან 1950 წელს დააარსა სეიენტოლოგების ეკლესია. მკვლელობის სცენა?ეს ფოტო დიდხანს დასეირნობდა ინტერნეტში. ყველა ფიქრობდა, რომ ის მკვლელობის ადგილია, სადაც "გასისხლიანებული" სხეული წყლიდან გაათრიეს. სინამდვილეში, ეს სველი ძაღლის კვალია, რომელიც წყლიდან ამოვიდა და პატრონთან მიირბინა ნაპირზე. საკრუიზო გემის კატასტროფა2002 წლის იანვარში, იტალიაში, საკრუიზო გემი Costa Concordia გადაბრუნდა და ჩაიძირა იტალიის კუნძულ, ჯილიოს შორიახლოს. დაიღუპა 27 ადამიანი. სისხლის ტბაამ წითელი ფერის ტბამ, რომელიც ერაყში მდებარეობს, ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამბობენ, რომ წყალსატევის ფერი გამოწვეულია შორიახლოს მდებარე სასაკლაოს ნარჩენებისგან. სატანური პენტაგრამაეს პენტაგრამა მდებარეობს ყაზახეთში, დასახლებული პუნქტიდან 20 კილომეტრში. ზოგიერთები ამტკიცებდნენ კიდეც, რომ გამოსახულების გადიდებისას ორო ადგილის, სახელწოდებით "ადამი" და "ლუციფერი" დანახვა შეიძლებოდა. თუმცა ეს თეორია უარყოფილ იქნა. იგი აღმოჩნდა საბჭოთა კავშირისდროინდელი პარკი, რომელსაც ვარსკვლავის ფორმა აქვს. უცნობი არსებაეს უცნაური სანახაობა უიტსტეიბლის (დიდი ბრიტანეთი) რუქებზე შეამჩნიეს. ზოგი ამტკიცებს, რომ ეს არსება ნავების გვერდით ნახეს, ზოგის აზრით კი ეს ფოტოშოპია. კადრი გამოცანად რჩება. ზვიგენი-გიგანტიეს გიგანტური ზვიგენი Google რუქებზე დიდ ბრიტანეთში ნახეს. ძირითადი ვერსიის მიხედვით სურათზე ნამდვილად ზვიგენია. ზვიგენების ზოგიერთმა სახეობამ სიგრძეში შეიძლება 8 მეტრამდეც მიაღწიოს. იხილეთ შემდეგი:როგორ გადაიტანეს და შეაბრუნეს აშშ-ში შვიდსართულიანი შენობა ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს მთელ მსოფლიოში პოპულარული ნივთები, რომლებიც ჩუქჩებმა გამოიგონეს, მათ შორისაა მზის სათვალეც სამგლოვიარო ბეჭედი, დამზადებული მიცვალებულის თვალისგან (მე-19 ს.) GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე? სინგაპურელი მხატვრის შემზარავი ნამუშევრები, რომელიც თიხისგან ქმნის თავის შედევრებს მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც) 547 6-ს მოსწონს
|