რონალდო პირობას დებს, რომ ის არ შეუერთდება მანჩესტერ სიტის, სანამ სერ ალექსი იუნაიტედის ბოსია
კრიშტიანო რონალდო პირობას დებს, რომ ის არ შეუერთდება მანჩესტერ სიტის, სანამ სერ ალექსი იუნაიტედის ბოსია.
როგორც ამ დღებში თვით სუპერვარსკლავმა თქვა, ის მადრიდში ბედნიერი არაა. SUN-ის წყაროს ცნობით, რომელიც რონალდოსთან დაახლოებული პირია, ამბობს: „კრიშტიანუ ყოველთვის ახლოს იყო ფერგიუსონთან და დღესაც ასე გრძელდება. კრიშტიანუ უბრალოდ არ გარისკავს შეუერთდეს ფერგის უშუალო კონკურენტებს“.
რონალდოს თქმით, როცა ის იუნაიტედში მივიდა, 18 წლის იყო და ფერგი მისთვის იყო იგივე მამა, რომელმაც მას ბევრი რამ ასწავლა. „მე ვმუშაობდი მასთან ექვსი წლის განმავლობაში და ის არის დიდი ადამიანი და დიდი მწვრთნელი. სერ ალექსი და ჟოზე მაურინიო ორი საუკეთესო მწვრთნელია მსოფლიოში“, - აცხადებს პორტუგალიელი.
რონალდო თავის ტვიტერზე აქვეყნებს, რომ უკმაყოფილების მიზეზი ხელფასი არაა, თუმცა პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მას უნდა ახალი კონტრაქტის გაფორმება ისე, რომ ხელზე £ 12 მილიონი მიიღოს წელიწადში, რაც £25 მილიონს ნიშნავს კლუბისთვის (50%-ზე მეტი ხდება საბიუჯეტო გადასახადები „ბექჰემის წესის“
გაუქმების შემთხვევაში).