კინო "დღეს ვაცილებთ რეჟისორ გიორგი(კახა) კახაბრიშვილს-როგორ გამოეხმაურა ყოფილი მეუღლის გარდაცვალებას თამარ გვერდწითელი 2021, 23 მაისი, 16:30 "დღეს ვაცილებთ რეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილს. 74 წლის ასაკში გარდაიცვალა."- წერს სოციალურ ქსელში მომღერალი თამარ გვერდწითელი.
მანამდე ყოფილი მეუღლის გარდაცვალებას ასე გამოეხმაურა თამარ გვერდწითელი:
“წავიდა კახა კახაბრიშვილი – საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, უნიჭიერესი რეჟისორი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ სატელევიზიო თეატრში."
შეგახსენებთ, თამარ გვერდწითელი და რეჟისორი კახა კახაბრიშვილი 1984 წელს დაქორწინდნენ, მაშინ თამარი 22 წლის იყო, ხოლო მისი მეუღლე 15 წლით უფროსი იყო მასზე.
" დიდი ხანი ვიცნობდი, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს მოგვევლინა 22 წლის ახალგაზრდა ასული. ყავაზე დავპატიჟე, წამოვიდა… და მერე ყავა ისეთი ტკბილი აღმოჩნდა, დავქორწინდით და ალექსანდრე გვეყოლა."-ასე იხსენებდა კახაბრიშვილი თამრიკოსთან შეუღლებას.
წყვილი ერთმანეთს 1995 წელს დაშორდა, ეყოლათ ვაჟი ალექანდრე, (დაბ.1986წ.)რომელიც ამჟამად ლონდონში სწავლობს Mass Media and Culture-ის ფაკულტეტზე.
ცნობილი რეჟისორი კახა(გიორგი) კახაბრიშვილი 20 მაისს გარდაიცვალა 74 წლის ასაკში.
სამი ათეული წლის განმავლობაში რეჟისორის საქმიანობა დაკავშირებული იყო საქართველოს პირველ არხთან. საქართველოს ტელევიზიაში მან საქმიანობა დაიწყო, როგორც ტელერეჟისორმა. 1975-1994 წლებში საქართველოს ტელევიზიის ტელეთეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო. სხვადასხვა წლებში ეკავა საქტელერადიოკორპორაციის თავმჯდომარის მოადგილის, ტელევიზიის სამხატვრო ხელმძღვანელისა და გაერთიანება „თეატრონის“ ხელმძღვანელის პოსტი.
კახა კახაბრიშვილმა სატელევიზიო თეატრში მუშაობა მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო, იყო მისი ბევრი სატელევიზიო სპექტაკლის ტელერეჟისორი.
70- 80-იან წლებში კი მან საქართველოს ტელევიზიის სატელევიზიო თეატრში არაერთი დადგმა განახორციელა, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ოქროს ფონდის უნიკალურ ჩანაწერებს წარმოადგენს. ესაა სპექტაკლები „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“, „უჩინმაჩინის ქუდი“, „გვადი ბიგვა“, „ხორუმი ქართული ცეკვაა“, „მტრედის მოტანილი ბარათები“ და სხვა, რომელშიც ქართული თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობები ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ზაზა ლებანიძე, გივი ბერიკაშვილი, მურმან ჯინორია, გოგი ხარაბაძე და სხვები მონაწილეობდნენ.
632 4-ს მოსწონს
|