x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მოასვენეთ ლევან კალაძის სული და აცადეთ კახა კალაძის დედას სიცოცხლე-ნინო ჯღარკავა
imageჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ნოდარ მელაძის "შაბათის" შოუს ეხმაურება კახა კალაძის ძმის, ლევან კალაძის საქმის "ახალ გარემოებებზე" გასულ სიუჟეტს და წერს:




"2012 წელი იყო, ციხიდან ადვოკატის ხელით წერილი გამომიგზავნეს, კახა კალაძის ძმის მკვლელობაში ბრალდებული მწერდა რომ მხოლოდ ჩემი იმედი ქონდა სიმართლეს გავაშუქებდი, მწერდა რომ იგი უდანაშაულო იყო და მკვლელს დაასახელებდა თუ კახა კალაძე მასთან შევიდოდა ციხეში, წერილს თავის კლასელ მიხეილ სააკაშვილსაც წერდა და ამუნათებდა თუ როგორი მეგობრები ვიყავით, ჩვენი შვილები როგორ ერთად იზრდებოდნენ და მიშა ეს რატომ გამიკეთეოო, მე გადავწყვიტე მასთან შესვლა, თუმცა კატეგორიულად ითხოვდა პატიმარი მხოლოდ კალაძეს ვეტყვი სიმართლესოო, მივხვდი, რომ პატიმარი ვაჭრობდა და სიმართლის თქმა კი არა ციხიდან გამოსასვლელად აკეთებდა ყველაფერს, შემდეგ იმავე ციხიდან შემომითვალეს იმ ქალბატონს უნდა თქვენთან შეხვედრა ., ვინც ქმრის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს, მეც მოვყვები ჩემი ქმარი როგორ მალავდა კახა კალაძის ძმას ჩემს სახლში და იმ ამბავში ჩემი ქმრის მაღალჩინოსანი ნათესავიც გარეული იყოვო, ესეც გადავამოწმე და რა თქმა უნდა სრული სიცრუე იყო, ხოდა დღეს ნოდარ მელაძის შოუს ანონსი ვნახე, ზუსტად ის ადამიანები ყავს გამოყვანილი, ვინც 8 წელი ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას და ვითომდა კახა კალაძის ძმის მკვლელობის ხელახლა გახსნას! მოეშვით ადამიანის ტკივილზე მანიპულირებას, მოეშვით ამ ადამიანის ტრაგედიაზე თამაშს. მოასვენეთ ლევან კალაძის სული და აცადეთ კახა კალაძის დედას სიცოცხლე, ყველა ჯერზე კვდება ის ქალბატონი როცა ლევანს ახსენებენ, გეყოთ, ადამიანები არ ხართ?"-წერს ჯღარკავა.

image


შეგახსენებთ, ზუსტად 20 წლის წინ, 2011 წლის 23 მაისს კახი კალაძის ძმა, სამედიცინო ინსტიტუტის სტომატოლოგიის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტი ლევან კალაძე ფულის გამოძალვის მიზნით გაიტაცეს.გამოძიება თავიდანვე მცდარი გზით წავიდა, იყო უამრავი ვერსია, ფუჭი სპეცოპერაციები, ხოლო საბოლოოდ, 5 წლის შემდეგ გაირკვა, რომ ლევანი დიდი ხნის მოკლული იყო გამტაცებლების მიერ და მის ოჯახს მხოლოდ ლევანის ნეშტი დაუბუნეს.




2006 წელს სა­ქარ­თვე­ლო-სომ­ხე­თის სა­ზღვარ­ზე, სპე­ცო­პე­რა­ცი­ით აიყ­ვა­ნეს ერთ-ერთი გამტაცებელი მე­რაბ ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი.



მან გა­მო­ძი­ე­ბას­თან ითა­ნამ­შრომ­ლა და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა გაუ­ფორმ­და. ამი­სუ­ლაშ­ვილს სას­ჯე­ლის მი­ნი­მა­ლუ­რი ზომა - 5 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს.


მისი ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ზღვარ­გა­რე­თი­დან ექ­სტრა­დი­რე­ბულ იქნა და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის კი­დევ სამი წევ­რი: შვე­ი­ცა­რი­ი­დან - და­ვით ასა­თი­ა­ნი, სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი­დან - ლე­ვან ცინ­ცა­ძე, საფ­რან­გე­თი­დან კი - თე­მურ გაგ­ნი­ძე.


სა­სა­მარ­თლომ და­ვით ასა­თი­ან­სა და ლე­ვან ცინ­ცა­ძეს - 25-25 წლით, ხოლო თე­მურ გაგ­ნი­ძეს 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა (მან ამი­სუ­ლაშ­ვი­ლის მსგავ­სად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან და და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა).

0
521
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
521
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0