x
image
თამილა გურაშვილი
ორგანიზაცია: „ერი და სახელმწიფო“ განცხადებას ავრცელებს

image
კვირას, 23 მაისს, თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე რიონის ხეობის მცველების მიერ დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით:
აშკარაა, რომ საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც მოღალატური ხელშეკრულება გააფორმა უცხოელ ინვესტორთან ნამოხვანჰესის მშენებლობისა და ქართული მიწის უკანონოდ გასხვისების თაობაზე, ანგარიშს არ უწევს ადგილობრივთა სამართლიან მოთხოვნას – ყველანაირად ცდილობს დრო გაწელოს და მიუხედავად პერმანენტული პროტესტისა სამშენებლო (ინფრასტრუქტურის მოწესრიგების თვალსაზრისით) სამუშაოები არ შეუჩერებია.
ვეთანხმებით რიონის ხეობის მცველთა გადაწყვეტილებას, რომ საპროტესტო მუხტმა დედაქალაქში გადმოინაცვლოს და ფართომასშტაბიანი ხასიათი შეიძინოს.
საპროტესტო ტალღამ შეუქცევადი ხასიათი უნდა მიიღოს და მანამ არ დაიშალოს, სანამ ხელისუფლება უცხოელ ინვესტორთან გაფორმებულ კაბალურ ხელშეკრულებას არ გაანეიტრალებს!
ცალსახაა, რომ საპროტესტო აქციამ არა მხოლოდ ხელშეკრულების გაუქმების, არამედ, მოღალატურ ხელშეკრულებაზე ხელმომწერთა სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დააყენოს, რომ მომავალშიც ქვეყანა მსგავსი დილემის წინაშე არ აღმოჩნდეს!
საზოგადოებრივი მოძრაობა „ერი და სახელმწიფო“ მხარს უჭერს 23 მაისის აქციას და რიონის ხეობის მცველთა სამართლიან მოთხოვნებს. თუმცა, ასევე მიგვაჩნია, რომ ფართომასშტაბიანი აქცია მხოლოდ ნამოხვანჰესის პრობლემით არ უნდა შემოიფარგლოს - ქვეყანაში დაგროვდა უმწვავესი სოციალურ-პოლიტიკური პრობლემები, რომელთა იგნორირება უახლოეს მომავალში კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას.
საპროტესტო მუხტის გაღვივებითა და ხალხის ერთობით, უნდა დავანახოთ მარიონეტ ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო საზოგადოების კონტურები იკვეთება და შემდგომშიც არ მივცემთ სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების ხელყოფის უფლებას!
ზვიად ტომარაძე, ირაკლი აბაშიძე, ზაურ ნაჭყებია, ბექა დუმბაძე, რამაზ ბექაური, გელა ბექაური, ზვიად გოგიაშვილი.
0
63
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
63
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0