x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
გოჯი ბერი : მას ოდითგან უწოდებენ "სიცოცხლის ხეს" , "დღეგრძელობის ნაყოფს", "ჯადოსნურ მცენარეს" . ტიბეტელი ბერების საიდუმლო

გოჯი ბერი (ლათ. Licium Barbarum, WolfBerry) მარადმწვანე ბუჩქია, რომელიც კენკროვანი მცენარეათა ჯგუფს მიეკუთვნება. ჩინურად იგი "დღეგრძელობის ნაყოფს" ნიშნავს. მის შესახებ პირველი ინფორმაცია დაახლოებით 4000 წლის წინ, შანის დინასტიის ჩინურ ხელნაწერში გვხვდება. იგი ასევე მოხსენიებულია როგორც "სიცოცხლის ხე" უძველეს ჩინურ სიმღერების წიგნში - "შიძინგი".


გოჯი ბერის სამკურნალო თვისებები პირველად ტიბეტელმა ბერებმა შენიშნეს. მცენარე მონასტერთან ახლოს, წყაროსთან იზრდებოდა. მის ნაყოფს ჩიტების გარდა არავინ ჭამდა, მაგრამ მწიფე ნაყოფი წყაროში ცვიოდა. ამ წყაროს წყალს კი ბერები სვამდნენ. სწორედ ასე აღმოაჩინეს მათ გოჯი ბერის საკურნალო თვისებები.საუკუნეების განმავლობაში ტიბეტელი ბერები გოჯის საიდუმლოს ინახავდნენ და მხოლოდ რამდენიმე ათეული წელია გამოჩნდა იგი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.


არსებობს გოჯის 40-მდე სახეობა და აქედან მხოლოდ ორს -ჩინურს და ტიბეტურს -აქვს მაღალი კვებითი და სამკურნალო ღირებულება, რადგან უამრავ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.


image


20 ყველაზე ფასეული ამინომჟავა, ოცზე მეტი შეუცვლელი მიკრო- და მაკროელემენტი- რკინა, თუთია, ფოსფორი, კალციუმი, კალიუმი, სელენი, სპილენძი, იოდი, მანგანუმი, ნიკელი, ქრომი, კობალტი, კადმიუმი, გერმანიუმი; ვიტამინების ფართო სპექტრი- B1, B2, B6, E, C, კაროტინი; ყველაზე მეტი ანტიოქსიდანტი -ზაექსანტინი, ომეგა 3, ომეგა 6, ბეტა სიტოსტეროლი; პოლისაქარიდები - LPB-1, LPB-2, LPB-3, LPB-4; პოლისაქარიდები რთული ნახშირწყლებია და ენერგიის ძირითად წყაროს წარმოადგენს , ოთხივე პოლისაქარიდი ერთდროულად არც ერთ სხვა საკვებ პროდუქტში არ არის. მეცნიერების აზრით, სწორედ ეს ფაქტი განაპირობებს ხილის ნაყოფის უძლიერეს მოქმედებას, ქსოვილებსა და ორგანოებზე გამაახალგაზრდავებელ ეფექტს.


გოჯი ბერის ნივთიერებათა ცვლის პროცესის აღდგენა შეუძლია. ნაწლავები იწყებს უკეთ ფუნქციონირებას, ხოლო კუჭი ახდენს საკვები ელემენტების ათვისებისთვის დამატებითი რაოდენობის ფერმენტების გამომუშავებას. მას შძეუძლია ღვიძლისა და ნაღვლის გამოყოფის მთელი სისტემის გაწმენდა და აღდგენა. გოჯი ასევე აღადგენს ორგანიზმში ჰორმონების ბალანსს, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მენოპაუზისა და სექსუალური ფუნქციის დაქვეითებისას.

კენკრას უზარმაზარი გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს. მისი რეგულარული მიღების შედეგად სახის კანი ხდება გლუვი, ნაოჭები მცირდება, ლოყებს ჯანმრთელი, ბუნებრივი ფერი უბრუნდება.

გიჯი ბერს ქიმიურ ანტიდეპრესანტებზე ნაკლები ზემოქმედება არ ახასიათებს. ის მსუბუქად აღადგენს ძილის პროცესს, აუმჯობესებს განწყობას და აქრობს ნებისმიერ დეპრესიულ მდგომარეობას. გოჯის ნაყოფი სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის.

image

გოჯი ბერის ხანგრძლივი მიღება ადამიანში ზრდის ამტანობას, ასტაბილურებს იმუნიტეტს, ზრდის სექსუალურ ლტოლვას საწინააღმდეგო სქესის მიმართ, აუმჯობესებს მხედველობას, მეხსიერებას, არის საუკეთესო გასახდომი საშუალება და გამოიყენება ორგანიზმიდან ზედმეტი ცხიმების გამოსადევნად. ნაყოფი ხშირად გამოიყენება სიმსივნის, ალცჰაიმერის, გულსისხლძარღვთა და სხვა დაავადებებთან საბრძოლველად.


თუმცა მისი გამოყენებისას სიფრთხილეა საჭირო: დიდი რაოდენობით მიღებისას, შესაძლოა, დიარეა განვითარდეს. ის ათხელებს სისხლს, ამიტომ ადამიანს, ვისაც სისხლდენისკენ აქვს მიდრეკილება, ამ კენკრამ შეიძლება პირიქით ავნოს. გოჯი არ უნდა მიიღოს ორსულმა და მეძუძურმა დედებმა რადგან, შეიძლება, შებერილობა გამოიწვიოს.

დიდი რაოდენობით გოჯი ბერის მიღება ზოგადად არ შეიძლება ისევე როგორც ნებისმიერი წამლის.

ვისაც მაღალი არტერიული წნევა აწუხებს, მათაც უნდა შეიკავონ თავი დიდი რაოდენობით მიღებისგან, რადგან, გარდა სისხლის გათხელებისა, ის სისხლის ნაკადის მოძრაობის სიჩქარესაც ზრდის და შესაძლოა, სისხლძარღვების შევიწროებაც გამოიწვიოს. თუ რომელიმე პრეპარატს იღებთ, გოჯი ამ პრეპარატის მოქმედებას აუცილებლად გააძლიერებს და ამასთან ერთად მის უკუჩვენებებსაც.

გოჯიმ, მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად ძილის პროცესს აუმჯობესებს, შესაძლოა, გზოგ ადამიანზე პირიქით იმოქმედოს, ამიტომ არუნდა მივიღოთ გოჯი ძილის წინ. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მუცლის არეში ტკივილის ან სიმძიმის შეგრძნება, ამ შემთხვევაში უნდა შევამციოთ მისი მიღება, ან საერთოდ აღარ მივიღოთ.


1
327
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
327
  
2021, 7 ივნისი, 9:39
ეს სავიც გოჯი ბერია?
0 1 1