საქართველო სოსო გოგაშვილის აჯანყება 2021, 21 მაისი, 22:12 სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ამბობს რომ, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობაა, ყველა კუთხით. მისი თქმით, ვინც პატრიოტობაზე თავს დებს, ვინც ოჯახის სიწმინდეზე თავს დებს, ვინც საკუთარ პრინციპებს ღალატობს, ყველა ეს ხალხი ნაბიჯ ნაბიჯ ანგრევს ქვეყნის ეკონომიკას, მის მომავალს და საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ქვეყნისთვის სიყვარულით გამსჭვალული ჯანსაღი მოსახლეობა ან ქვეყნიდან გაიქცეს, ან კომბლები აიღონ ხელში და ამ მთავრობას კუდით ქვა ასროლინონ. პ.ს სოსო გოგაშვილი ამ მთავრობის დროს მაღალ თანამდებობაზე იყო და თუ რამე იყო მოსაყოლი, უნდა გამოსულიყო და საჯაროდ ეთქვა ქართული საზოგადოებისთვის. 753 1-ს მოსწონს
|