x
image
თუთიკო ბერძენა
"როცა მოვკვდები დამწვით და ჩემი ფერფლი საქართველოს ყველა კუთხეში მოაბნიეთ"
რამდენი ნიჭიერი ქართველია ახალი თაობებისთვის უცნობი. წარმოიდგინეთ, მწერალთა კავშირში პოეზიისა და პროზის ორი ისეთი გვირგვინოსანი რომ მიიყვანს ახალგაზრდას, რამდენად ნიჭიერი უნდა იყოს იგი. სწორედ გალაკტიონ ტაბიძისა და კონსტანტინე გამსახურდიას რეკომენდაციით შევიდა მწერალთა კავშირში სრულიად ახალგაზრდა ნოდარ ჩხეიძე.

imageფოტოზე: თამაზ ჭილაძე, ნოდარ ჩხეიძე, არჩილ სულაკაური, ნოდარ დუმბაძე

მე-20 საუკუნის ქართული მწერლობის მნათობებს რეკომენდაციისას მოკლედ უთქვამთ სათქმელი, მათ სიტყვას კი ბეჭედი არ სჭირდებოდა. მთავარი იყო მათი ნება, რადგან ეს ნება მხოლოდ ღირსეულთა მიმართი იყო გამოხატულ:ი

- მივიღოთ, ღირსია!

ახალი თაობა არ ვიცნობთ ნოდარ ჩხეიძეს, თორემ ვეჭვობ, იგი არ სცნობდა ვინმეს გასული საუკუნის ცნობილი მწერლებიდან, ლიტერატორებიდან და საზოგადო მოღვაწეებიდან.


ნოდარ ჩხეიძე ერთი იმათგანი იყო ვინც ჩვენს სალიტერატურო კრიტიკაში ამინდს ქმნიდა.

image

მას რაღაც ფანატიკური სიყვარულით უყვარდა სულითა და ხორცით ძლიერი ადამიანები. თვითონაც ასეთი იყო: დაუოკებელი, უშიშარი, გულისხმიერი, ხალხს გადაყოლილი.

"სადაც უნდა მივეყვანე ჩემი ცხოვრების გზას, ის მუდამ მთებში მაბრუნებდა და ჩემთვის მთებია ყველაფერი" წერს ევერესტის პირველდამპყრობი თენსინგ ნორგეი თავის წიგნში "მყინვართა ვეფხვი", რომელიც ნოდარ ჩხეიძემ თარგმნ.ა ნოდარაც შეეძლო ეთქვა, რომ მისთვის ლიტერატურა იყო ყველაფერი. მან წიგნი იმიტომ თარგმნა, რომ თითონაც მთების გიჟი იყო.

ერთი ასეთი სურათია: გვერდიგვერდ დგანან ნოდარ ჩხეიძე და თენსინგ ნორგეი და ერთმანეთს უცინიან. საოცრად გვანან იმ წუთში ერთმანეთს - ორივე ცარიელი ძარღვები, ძვალი და ტყავი, მაგრამ ორივე ძლიერი ქვის ნატეხი.

საინტერესო, მძაფრი, მოუსვენარი ცხოვრებით იცხოვრა სულ რაღაც 39 წელი, მარამ მისი ცხოვრება გრძელდება ძალიან საინტერესო კრიტიკულ წერილებში: ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძის ლექსები, ახალი სახელი ქართულ მწერლობაში, რეზო ჭეიშვილი, უბრალო ადამიანების მხატვარი, ნოდარ დუმბაძის იუმორისტული მოთხრობების გამო, , ბულგარული ლიტერატურის შესახებ, ცოდვა და მონანიება, ცხოვრება და მწერალი, პერსონაჟები და იდეები, ტენდენციისა და ტენდენციურობის შესახებ, კონფლიქტის შესახებ, ფორმისა და შინაარსის საკითხისთვის, ცხოვრებისეული და მხატვრული სიმართლე, ბუნების ასახვის ზოგიერთი პრინციპი, ცნება და ლიტერატურული სახე, ახალგაზრდობა, რიონი. ძალიან საინტერესო მიგნებები აქვს, ფილოსოფიური სირღმე და საოცარი პასაჟები. ვისაც ლიოტერატურა გიყვართ, წაიკითხეთ, ძალიან ბევრს მოგცემთ მისი კრიტიკული წერილები.


რაც იცხოვრა, ის სწორად და საინტერესოდ იცხოვრა და ამიტომ ეს წიგნები მისი ცხოვრების გაგრძელებაა.



imageფოტოზე: ნოდარ ჩხეიძე, გურამ რჩეულიშვილი

ბიოგრაფიული ცნობები:

დაიბადა სოფელ ობჩაში, ბაღდათის რაიონში.დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1955 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციებს; 1950 წლიდან აქვეყნებდა თეორიული ხასიათის წერილებს ჟურნალ-გაზეთებში; სულ ოთხი წიგნისა და რამდენიმე ათეული სამეცნიერო თუ კრიტიკული წერილის შექმნა მოასწრო, მაგრამ ყველა მათგანი გამოირჩევა ღრმა ანალიზითა და პრინციპულობით, მათში კარგად ჩანს ავტორის ერუდიცია და ფართო ჰორიზონტი; მას ლიტერატურისა და სმშობლოს სიყვარულმა ფეხით მოატარა საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული; სწორედ ამ გრძნობამ ათქმევინა ამ შესანიშნავ კრიტიკოსს: "როცა მოვკვდები დამწვით და ჩემი ფერფლი საქართველოს ყველა კუთხეში მოაბნიეთო".

თუმცა დასაფლავებულია დიდუბის პანთეონში...


0
279
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0