x
image
თამილა გურაშვილი
სოსო გოგაშვილი: .."..ან უნდა გაიქცე ქვეყნიდან, ან სახრე უნდა აიღო ხელში..."
image
"ჩვენი ქვეყნის აქტიური მოლაპარაკე თავების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც მედიით და სოციალური პლატფორმების საშუალებით გავლენას ახდენს საზოგადოების დიდ ნაწილზე, შემიძლია დავახასიათო ზოგადად ასე:
- ქრისტეს სიტყვას გვასწავლიან და ათეისტები არიან.
- მორალს გვიკითხავენ და უამორალურესები არიან.
- ოჯახის სიწმინდის დღეს გვილოცავენ- ოჯახის და ცოლშვილის მოღალატეები არიან.
- ადამიანის უფლებებს იცავენ და ყველა ადამიანად არ მიაჩნიათ.
- ლგბტ ????️‍???? თემის დამრბევები და მაგინებლების ნაწილი თვითონ ლგბტ-ს წევრები( ფარულად) არიან.
- პატრიოტიზმის მქადაგებლები, მეზობელი ქვეყნის პატრიოტები უფრო არიან.
- პოლიტიკაში ყოფნის და ქვეყნის მართვის მოსურნენი- მტრის ინტერესების გამტარებლები არიან.
- გავლენიანი სახეების ჩრდილში მყოფ იმ მცირე ნაწილს, რომელიც მისაბაძია და ასე არ იქცევა თავისუფლად შეგვიძლია დავარქვათ უმცირესობა, რომელიც თავის უფლებებს ჯერ ვერ იცავს, ალბათ ჯერ არ გაბრაზებულა...
- ამ წარმოდგენილი ამფითეატრის მიღმა ხალხი უკიდურესად ღატაკდება, ეს ხომ ყველამ ვიცით? ირგვლივ მიმოიხედეთ, რამდენი პირბადეც არ უნდა ავიკრათ, მაინც ყველგან ტრიალებს სიღატაკის და გაჭირვების საშინელი სუნი,
მართლა უკიდურესი ზღვარია...
ეს რა ჭირი გვჭირს ამის დედა ვატირე... ყველაფერი ამის შემყურე ადამიანმა, ყველაფრის კარგად გააზრების შემდეგ, ან უნდა გაიქცე ქვეყნიდან, ან სახრე უნდა აიღო ხელში... არ ვარ მართალი? - წერს სუსის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი.
0
257
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0