x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა იყო, ბიჯო, სიტყვა "რუსის" ხსენება აგიკრძალეს?-ბაკურ სვანიძე
image

ბლოგერი და იუმორისტი ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში საქართველოში ტურისტების მოზიდვასთან დაკავშირებულ ახალ ტერმინს ეხმაურება და წერს.


"მაგარი ტერმინი შემოაგდეს ტურსიზმთან დაკავშირებით - დღეს რამდენიმე ტელევიზიამ გააკეთა სიუჟეტი ამ თემაზე, ეტყობა ტურიზმის სააგენტოს დაკვეთით. ემზადებიან ტურისტების მისაღებად და სფეროს "აპიარებენ"... მაგრამ რა იყო ძალიან მაგარი იცით? ყველგან ამბობდნენ, ჩვენთან ტურისტების ძირითადი ნაკადი სახმელეთო მეზობლებიდან შემოდის და სწორედ ისინი არიან ჩვენი ტურიზმის მთავრი ფინანსური წყაროო...

"სახმელეთო მეზობლები" - ანუ, ვინ? სომხები მაქსიმუმ 1 თვით ჩამოდიან მხოლოდ აჭარაში.


აზერები საერთოდაც არ ჩამოდიან აქ - პირდაპირ თურქეთში მიდიან... თავად თურქები აქ თუკი ჩამოვლენ - მხოლოდ საქმეზე ან კაზინოში და მე აქ "ტურისტად" ჩამოსული თურქი არ მინახავს... რა იყო, ბიჯო, სიტყვა "რუსის" ხსენება აგიკრძალეს?


"ჩრდილო მეზობელიც" ვერ იჟღერებდა კარგად და მონახეთ ახალი ტერმინი "სახმელეთო მეზობელი"



ვაიმე, რა საცოდავ დღეში ჩავიგდეთ თავი ჩვენი უტვინობით და უადგილო ამპარტავნობით! აბა, ყველამ ერთად დავაღოთ პირი და ვთქვათ -"ჩვენი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მძიმე და მსუბუქი მრეწველობის და ზოგადად ქართული ეკონომიკის ყველაზე ეფექტიანი და შეიძლება ითქვას ერთადერთი მთავარი ბაზარი არის - ვინ? სახმელეთო მეზობელი ანუ რუსეთი"



ყოჩაღ პატარებო! მომავალში ნაკლებს იბლატავებთ იმედია... თუკი ამ "სახმელეთო მეზობელმა" უკვეარ გადაწყვიტა, რომ ჩვენგან მიტაცებულ მიწებზე აღარც დაგველაპარაკოს და ფეხებზე დაგვიკიდოს...



ჰო, კიდევ, ვინც სიმართლის თქმას და სწორ აზროვნებას "რუსეთუმობას " ეძახის, აქ ნუ შემოეხეტება, რადგან უპასუხოდ დაიბლოკება!-წერს ბაკურ სვანიძე.

image

0
399
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0