არქიტექტურა ნუ დაბოდიალობთ ხარაჩოებზე 2021, 20 მაისი, 13:46 თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გელათში მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოები არასწორად ხორციელდებოდა და ასევე დაამატა რომ 2008-2020 წლებში ტარდებოდა ექსპერიმენტები ტაძარზე, ვითომდა უნდოდათ შუასაუკუნეობრივი კრამიტით ძეგლის გადახურვა. თუმცა როგორც ვხედავთ ეკლესიაში წყალი ჩამოდის და ფრესკები ზიანდება. გუშინ კიდევ ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოუწოდა ხალხს, ნუ შეეხებიან ხარაჩოებს და კონსტრუქციებს, რადგან კედლიდან ცვივა ბათქაში და საფრთხე ექმნება ტაძრის უსაფრთხოებას. 35 შეფასება არ არის
|