x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"მაქვს ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ნახევარძმაზე" - ნახეთ, რა სკანდალურ დეტალებს ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და საჯაროდ იმ ადამიანებს პასუხობს, ვინც გიორგი სიგუასთან ჩაწერილი მისი ინტერვიუს შემდეგ მას კითხვებს პირად ჩატში უსვამს. კილაძის თქმით, 2013 წლიდან ის ფლობს გარკვეულ ინფორმაციას საქართველოს მოქმედი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ნახევარძმაზე, რომელიც მას აქამდე არასდროს გაუსაჯაროებია, თუმცა მას შემდეგ რაც მან რამდენიმე დღის წინ, "ჯიმ ფესტის" დამფუძნებელ გიორგი სიგუასთან სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა კორუფციულ გარიგებებში პრემიერი და მისი ნათესავები პირდაპირ ამხილა, გაზეთ "ქრონიკა+"-ის მთავარი რედაქტორი ზემოხსენებული კორუფციული საქმეების დეტალურად გაცნობას გეგმავს: "Giorgi Sigua -ს ლაივის მერე, ძალიან ბევრი კითხვა დამისვეს ჩატში და საჯაროდ, გადავწყვიტე აქ გიპასუხოთ: დიახ, 2013 წლიდან მაქვს ინფორმაცია, ირაკლი ღარიბაშვილის ნახევარძმაზე (დედის გვარზეა), და მიუხედავად იმისა, რომ კახელების კარტელთან რამდენიმე წლიანი ომი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სიბინძურე მომიგონეს მე, ჩემს შვილებს, ოჯახს, ახლობლებს, თავს არასოდეს მივეცი უფლება ეს ფაქტი გამესაჯაროვებინა ! ამჯერად, გიორგი სიგუამ კორუფციულ სქემებზე ისაუბრა, რასაც დეტალურად ვარკვევთ !"- წერს ელისო კილაძე. შეგახსენებთ, რომ გიორგი სიგუამ თავის საკნდალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობდა, რომლის თანამონაწილეც საქართველოს ამჟამინდელი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იყო. სიგუას თქმით, მას შეუძლია წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია და თავისი სიტყვები რეალური საბუთებით დაამტკიცოს.











0
692
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
692