x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ყავის დღიური ნორმა, დღეგრძელობისთვის

ნატურალური ყავის შემადგენლობაში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები შედის, რომელიც სიცოცხლეს ახანგრძლივებს და სერიოზული დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს. როგორც მეცნიერებმა გაარკვიეს, ყავის ყოველდღიურად მოხმარების შემთხვევაში, მას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია.


image


გამომცემლობა Express–ის ცნობით, ყოველდღიურად, ერთი ფინჯანი ყავა, ნაადრევი სიკვდილის რისკს 8%–ით, ხოლო, — 2–5 ფინჯანი, 20%–ით ამცირებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეში 4–5 ფინჯანი ყავა, ყველასთვის მისაღები არ არის. ასე, რომ, თუ ჯანმრთელობა ხელს არ გიწყობთ, 2 – 3 ფინჯანზე შეჩერდით.

ბრიგამ იანგის უნივერსიტეტის (Brigham Young University, იუტა, აშშ) მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყავის მოყვარულებს, უფრო გრძელი ტელომერები (ქრომოსომების ბოლო ნაწილი) აქვთ, რომელზეც, როგორც გაირკვა, ადამიანის დღეგრძელობაა დამოკიდებული.

სხვა კვლევამ კი, რომელიც ბრიტანელმ მეცნიერებმა ჩაატარეს, აჩვენა, რომ ყავა უდროოდ სიკვდილის ალბათობას, მთელი რიგი დაავადების დროს ამცირებს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ დადებით ეფექტს, უკოფეინო ყავაც კი იძლევა.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ყავა როგორც დღეგრძელობის საშუალება, ყველა ადამიანს არ ერგება — მაგ., ვისაც პრობლემები აქვს კუჭ–ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებით, ყავა სიფრთხილით უნდა მოიხმაროს.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. გვგონია, რომ ადგილზე ვდგავართ, სინამდვილეში, 108 000 კმ/სთ სიჩქარით ვმოძრაობთ — 10 ნაკლებად ცნობილი ფაქტი დედამიწის შესახებ (+ ვიდეო)

2. მეცნიერებმა ბერმუდის სამკუთხედში აღმოჩენილ პირამიდებს ვერაფერი გაუგეს

3. კულინარიული შეცდომები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა

4. რეალობა, თუ ილუზია – მარსზე ტყე აღმოაჩინეს. არსებობს, თუ არა სიცოცხლე მარსზე

5. «ჯოჯოხეთის კარიბჭეს» საიდუმლო ამოხსნილია

6. წარღვნის დროს ეგვიპტის პირამიდები წყლით იყო დაფარული. მტკიცებულება, რომ პირამიდები ჩვენი ცივილიზაციის მიერ არ არის აშენებული

1
992
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
992
  
2021, 21 მაისი, 16:41
4-5 ნაკლებზე არ სვამ..ჰოო მხოლოდ ხსნადი
0 1 1