Quiz სახალისო გამოცანები, რომელსაც ბევრი ვერ ხსნის 2021, 19 მაისი, 13:32
გამოცანა 1. ღამის 3 საათია. ოთახში სანთელი ანთია. დათუნა წევს საწოლში და წიგნს ფურცლავს. უცებ შენიშნა, როგორ შემოძვრა ფანჯრიდან ქურდი და მოიპარა ოქროულობა და ძვირფასი ნივთები. დილით პოლიციელები მოვიდნენ, მაგრამ დათუნას მათთვის არაფერი უთქვამს მომხდარის შესახებ. ის არც ყრუა, არც ბრმა, არც მუნჯი. მაშინ რატომ მოიქცა ასე დათუნა?
გამოცანა2. გარდაცვლილი იატაკზე წევს, მასთან ახლოს კი ტომარა აგდია. ირგვლივ სულიერი არ ჭაჭანებს. ვინაა ეს ადამიანი და როგორ გარდაიცვალა?
გამოცანა 3. ორ შვილსა და ორ მამას აქვთ 3 მსხალი. თითოეულმა მიირთვა 1 ცალი მსხალი. როგორ შეიძლება, ასე მომხდარიყო?
გამოცანა 4. 3 მეგობარი ერთად ცხოვრობდა: ბრმა, მუნჯი და ყრუ. მოხდა ისე, რომ პირველი ყრუ გარდაიცვალა. როგორ აუხსნას მუნჯმა ბრმას, რომ მათი ყრუ მეგობარი გარდაიცვალა?
პასუხები: 1.დათუნა პატარაა და ჯერ ლაპარაკი არ იცის. 2.პარაშუტისტი; პარაშუტი არ გაიხსნა დროულად და მიწაზე დაეშვა, გადმოვარდა; 3.2 მსხალი მიირთვა 3-მა ადამიანმა: შვილმა, მამამ და ბაბუამ (ეს ხომ 2 შვილი და 2 მამა გამოდის); 4.საჭირო არაა ამის ახსნა, ბრმა ყრუს ვერ ხედავდა და გარდაცვლილი მუნჯსაც ვერ ესაუბრებოდა, ანუ ბრმამ ისედაც არ იცოდა ყრუ მეგობრის არსებობის შესახებ. 644 შეფასება არ არის
|