რელიგია რატომაა ხოჭო პრეზიდენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანი 2021, 19 მაისი, 0:49 ბევრი ადამიანი თავს რელიგიურ პიროვნებად მიიჩნევს, მაგრამ როცა ჰკითხავ, რა არის რელიგია, გპასუხობენ, - ქრისტე. რას იგულისხმება სიტყვა "რელიგიაში"? გერჰარდ ლენსკი რელიგიას განსაზღვრავს, როგორც "რწმენათა სისტემას იმ ძალთა არსის შესახებ რომლებიც, საბოლოოდ, ადამიანის ბედს და მასთან დაკავშირებულ რიტუალებს წარმართავენ, რომლებსაც გარკვეული ჯგუფის წევრები ასრულებენ, მაგრამ ეს განსაზღვრება ძალზე ზოგადია; აქ რწმენის სხვა სისტემებიც იგულისხმება. მაგ. კომუნიზმი, სოციალიზმი, საერო ჰუმანიზმი. ჯონსტოუნის განსაზღვრება უფრო მისაღებია: "რელიგია ეწოდება რწმენისა და რიტუალების სისტემას, რომელთა დახმარებითაც ადამიანთა ჯგუფები ხსნიან და რეაგირებენ იმაზე, რაც ზებუნებრივად და სიწმინდედ მიაჩნიათ". რელიგიის ელემენტები ჯონსტოუნმა ჩამოთვალა ხუთი ძირითადი ელემენტი, რომლებიც დაგვეხმარება გავიგოთ, არის თუ არა რწმენის სისტემა რელიგია. ჯერ ერთი, რელიგია გულისხმობს მორწმუნეთა ჯგუფის არსებობას, თუმცა იგი შეიძლება პიროვნების სიღრმისეულ განცდებთან იყოს დაკავשირებული. სოციოლოგებს აინტერესებთ რელიგიური ჯგუფები და კიდევ ის, თუ რით განსხვავდებიან ეს ჯგუფები საზოგადოების სხვა ჯგუფებისაგან. რელიგიის კვლევა ეფუძნება გარკვეული ერთობების, მაგ., კათოლიკეების, პროტესტანტების, იუდეველების ან ისეთი ორგანიზაციების, როგორიცაა სექტები შესწავლას. მეორე, რელიგია ასოცირდება ცნებებთან, რომლებიც მიიჩნევა საკრალურად. ის განასხვავებს ყოველდღიური ცხოვრების საგნებსა და უჩვეულო მოვლენებს –სასწაულებს (ადამიანის გაცოხლებას, უბედური შემთხვევის შედეგად კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ლოცვების შედეგად გადარჩენას, ან იესოს მიერ წყლის ღვინოდ გადაქცევას). ეს მოვლენები საკრალურად მიიჩნევა, რადგან უკავშირდებიან რაღაც ზებუნებრივს – რაღაც ძალასა და არსებას, რომელთა შესაძლებლობებსაც ბუნების კანონები ზღუდავს. სხვადასხვა რელიგია განსხვავებული საკრალური საგნებითა და მოვლენებით ოპერირებს. ამერიკელთა უმრავლესობისათვის ძროხა ჩვეულებრივი ცხოველია, ინდუსისათვის კი ის წმინდაა, რადგანაც დაკავშირებულია ღმერთ ვიשნუსთან (სწორედ ამიტომ ჰარი კრიშნას სექტის წევრებს ტყავის ფეხსაცმლის ტარება ეკრძალებათ). მესამე, ყოველი რელიგია რწმენათა გარკვეულ რაოდენობას – მრწამსს გულისხმობს. ეს რწმენები ავლენენ ადამიანის ნატურას, გარემო პირობებსა და ზებუნებრივ ძალებს, რომლებიც საკრალურად მიიჩნევიან. მაგალითად, ნიჰირენის სექტის წევრი ბუდისტი მიიჩნევს, რომ ადამიანი სრულყოფილებას უწყვეტი გარდასახვების შედეგად აღწევს, ამიტომ სამყაროს სისტემაში ხოჭო პრეზიდენტზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მეოთხე, რელიგია გულისხმობს ქმედებების ან რიტუალების გარკვეულ ერთობას. რიტუალი წმინდანებისა და ზებუნებრივი ძალების მიმართ ქცევების მაგალითია (ეკლესიასთან გავლისას კათოლიკე პირჯვარს გამოისახავს ან ლოცულობს). დიურკემი რიტუალებს განსაზღვრავს, როგორც ღირებულებას, რომელიც ადამიანებს მიუთითებს თუ როგორ უნდა მოიქცნენ წმინდა საგნებსა და ადგილებთან მიმართებისას. თავისთავად რიტუალები რაიმე რელიგიურ აზრს არ გულისხმობენ, მაგრამ ისინი რელიგიურ მნიშვნელობას იძენენ, როდესაც ადამიანები მათ შესაბამის სიტუაციებში წმინდა ძალებთან დასაკავშირებლად იყენებენ. მაგალითად, ჩვეულებრივ ცხოვრებაში წყალი დასალევად გამოიყენება, მაგრამ ნათლობის დროს იგი სიწმინდედ გადაიქცევა და რელიგიურ ერთობაשი ახალი წევრის მიღების სიმბოლოს წარმოადგენს. დაბოლოს რელიგიაში იგულისხმება ზოგიერთი წარმოდგენა წმინდანთა ცხოვრების შესახებ. რელიგიათა უმრავლესობა მორწმუნეებს შეგონებათა სისტემას ანუ ქცევის მარეგულირებელ ნორმებს უკარნახებს. ეს ნორმები განსაზღვრავენ ქცევებს სხვადასხვა გარემოებაში. ისეთ მასობრივ და რთულ რელიგიებში, როგორებიცაა ქრისტიანობა, ისლამი ან ბუდიზმი მკაცრი პრინციპებია ჩამოყალიბებული. ალბათ ამის თვალსაჩინო მაგალითია ათი მცნება, რომელიც მკვლელობას, მრუშობას და სხვა ცოდვებს კრძალავს. რელიგიური იდეოლოგიას სოციოლოგიის პროფესორი კახა ქეცბაია განმარტავს, როგორც ღმერთზე, სამყაროზე, საზოგადოებასა და ადამიანზე დამუშავებული იდეების სისტემაა. მის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებენ თეოლოგები და კულტის მსახურნი. რელიგიური იდეოლოგიის ძირითადი ნაწილი თეოლოგიაა (ღმერთის შესახებ მოძღვრება). იგი თეორიული სახით არის დამუშავებული და ძირითადი თეოლოგიური დისციპლინების მომცველია. ყველა რელიგიას საკუთარი თეოლოგია (ღვთისმეტყველება) აქვს, რომელიც რელიგიური დოგმების რწმენას ემყარება. ღვთისმეტყველება ასაბუთებს ღმერთის არსებობას, ადგენს მის თვისებებს, არკვევს მის მიმართებას სინამდვილესთან, ამტკიცებს რელიგიური დოგმების ჭეშმარიტებას, რელიგიური წიგნების ღვთაებრიობას, ზნეობის განსაკუთრებულობას, ადგენს სამღვდელოებისა და მორწმუნეთა ქცევის წესებს, ცხადყოფს ეკლესიის ღვთიურ ბუნებას და ა. შ .თეოლოგიის გარდა, რელიგიური იდეოლოგია ფილოსოფიურ, ეთიკურ, ეკონომიკურ და სხვა სახის სოციალურ მოძღვრებებსაც გულისხმობს, რომლებსაც ეკლესია არ აღიარებს, მაგრამ რელიგიურ დოგმებს ემყარება და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთელ რელიგიურ კომპლექსში. რელიგიური იდეოლოგიის უმთავრესი ფუნქცია რელიგიის ცენტრალური იდეის – ზებუნებრივის რწმენის დასაბუთებაა. რელიგიური ცნობიერების მნიშვნელოვანი ელემენტია რელიგიური ფსიქოლოგია. ეს არის მორწმუნეთა გრძნობების, წარმოდგენების, ჩვევების, განწყობილებების ერთობლიობა. თავის მხრივ, რელიგიური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი ელემენტია რელიგიური გრძნობა, როგორც ღმერთისაკენ მისწრაფების, მისი წვდომის განსაკუთრებული უნარი, რომელიც მისტიკური გასხივოსნების გზით ხორციელდება. რელიგიური ფსიქოლოგია იმით განსხვავდება რელიგიური იდეოლოგიისაგან, რომ მასში მწყობრად ჩამოყალიბებული იდეების სისტემა არ გვხვდება. იგი სახეებით ოპერირებს, რაც ცხოვრების პირობების უშუალო გავლენით ხორციელდება და ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობას უკავშირდება. მორწმუნეთათვის კონკრეტულად დამახასიათებელი რელიგიური გრძნობებია: რელიგიური შიში, სიყვარული, ემოციები, ფანტაზია, მწუხარება, გლოვა, მარტოობა და სხვ. რელიგიური ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი ელემენტებია ჩვევები და ტრადიციები, რომლებიც შედარებით მდგრადია და სტაბილური. რელიგიური კულტი – რელიგიის სტრუქტურაში კულტი ერთ-ერთი მთავარი ელემენტია. ეს – ისეთი რელიგიურ მოქმედებათა ისეთი ერთობლიობაა, რომლითაც მორწმუნე ზემოქმედებას ცდილობს არა მხოლოდ ზებუნებრივ ძალებზე, არამედ რეალურად არსებულ საგნებსა და მოვლენებზე. რელიგიურ კულტს მიეკუთვნება ყველაფერი, რაც ზებუნებრივთან ადამიანის მიმართებას პრაქტიკული მოქმედებით გამოხატავს. ასეთია: რელიგიური რიტუალები, წესჩვეულებანი, საიდუმლოებანი, მარხვა, ლოცვები, მსხვერპლშეწირვა, მისტერიები. კულტის შემადგენელი ნაწილია ისეთი მატერიალური საგნებიც, როგორებიცაა ტაძრები, სამლოცველოები, ხატები, ჯვრები, სანთლები, რელიგიური სამოსელი და სხვ. კულტის განსაკუთრებული უნარია მორწმუნეებზე ემოციური ზემოქმედება, ამიტომ იგი რელიგიის ყველაზე აქტიური ელემენტია. მას ძალზე საინტერესო და ძველი ისტორია აქვს. თავდაპირველად იგი მაგიური მოქმედების სახით იწყებს არსებობას და მატერიალური საგნების ზებუნებრიობის რწმენას ემყარებოდა. შემდგომ შემუშავდა შელოცვების, ექსტაზური ცეკვების, სიმღერების რიტუალი, რომელთა მეშვეობითაც, ადამიანი სასურველ შედეგს აღწევდა. მოგვიანებით ამას ღმერთის გულის მოგების მიზნით მსხვერპლშეწირვა დაემატა. მონოთეისტურმა რელიგიებმა განსაკუთრებული რელიგიური კულტი შეიმუშავეს ადამიანთა რელიგიური გრძნობებისა და ემოციების გასაძლიერებლად. მასში ადამიანის ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მომენტი გაითვალისწინეს: დაბადება, გარდაცვალება, მწუხარება, ნუგეში, ავადმყოფობა, ოჯახის შექმნა და სხვ. ყველა ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ქცევის შესაფერისი წესი შემუშავდა, რითაც მორწმუნეებს ძლიერი ემოციები ეუფლება და სიმშვიდისა და კმაყოფილების განცდას უჩენს. რელიგიური კულტი კონსერვატიული ბუნებისაა. მრავალგზის განმეორების მეშვეობით, ის მყარდება და საუკუნიდან საუკუნეში გადადის. ხშირად ადამიანთა გარკვეული ნაწილი რელიგიას კულტის მეშვეობით უკავშირდება. რელიგიური კულტის ცენტრალური ელემენტი რიტუალია. რიტუალი სიმბოლური, არარაციონალური ქმედებაა, რომელიც პრაქტიკულ დანიშნულებას მოკლებულია (წმინდა ტრაპეზის ნებისმიერი სახე შორს დგას წყურვილის ან შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებისაგან). რიტუალის მეშვეობით, ადამიანები გამოხატავენ იმას, რაც მათთვის უმთავრესია ამ ცხოვრებაში. რელიგიურ რიტუალებში სიმბოლურად წარმოდგენილია სოციალური ურთიერთობები და ღირებულებითი ორიენტაციები. ამიტომ რელიგიური რიტუალების კვლევა საზოგადოების კვლევასაც ნიშნავს. ის მნიשვნელოვან ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, თუ როგორ არის მოწყობილი სოციუმი. რიტუალი რელიგიური კომუნიკაციის ისეთი ფორმაა, როდესაც ადამიანი "ღვთაებრივს" ხვდება. ამგვარ ადამიანებს ვებერი "რელიგიურ ვირტუოზებს" უწოდებს. ისინი ღმერთს ჭვრეტენ და შეიცნობენ იმ საგნებსა და მოვლენებში, რომელთაც სხვებისათვის ჩვეულებრივი დანიშნულება და მნიშვნელობა აქვთ. რიტუალთან ერთად კულტის ელემენტია რელიგიური სიმბოლო (სახე, ხატი, ნიშანი, რომელიც რომელიმე საგანს ან იდეას განასახიერებს). სიმბოლოები შეიძლება იყოს ცალკეული ობიექტები (ჯვარი ქრისტიანობის ნიშანია), ქმედებები (პირჯვრის გარდასახვა, მუხლის მოყრა და სხვ.), გადმოცემები (ბიბლიური გადმოცემა სამყაროს შექმნის შესახებ და სხვ.) ადამიანები (ლაო-ძი, როგორც სიბრძნის სიმბოლო). რელიგიური კულტის აუცილებელი ნაწილია საკრალური, წმინდა. სიტყვა"საკრალური" ღმერთის განდობილს და პატივისცემის ღირსს ნიשნავს. საკრალურის საპირისპიროა პროფანული – არაგანდობილი, დიურკემის რელიგიის სოციოლოგიის ენაზე – ყოველდღიური. წმინდა კი იმ იდუმალ ძალას გულისხმობს, რომელიც აღმატებულია ადამიანზე. იგი მის გაოცებას იწვევს და ბედნიერებას ანიჭებს მას. საკრალურ ძალასთან ურთიერთობას არეგულიერებს ტაბუ (აკრძალვა, მეგრულად "ვაშინერს"). ტაბუირებულ საგანთან მიახლოების უფლება ყველას არ გააჩნია. ამის უფლება ქურუმებს ან კულტის მსახურებს აქვთ. მაგალითად, ძველ აღთქმაში "აღთქმის კიდობანი" ტაბუირებულია. ტაბუირებულ ნივთשი ბუდობს "მანა"– საკრალური ძალა, რომელთან კავშირის დამყარებაც ყველას არ ძალუძს. ასეთი საკრალური ძალა შეიძლება ადამიანშიც იყოს. ამგვარი ადამიანები მართვის განსაკუთრებულ უნარს ფლობენ. ამგვარ განსაკუთრებულ ძალას ვებერიქარიზმას უწოდებს. საკრალურზე განსაკუთრებული მოსაზრებები დიურკემმა გამოთქვა. საკრალურის აღქმის ერთ-ერთ ფორმად მეცნიერს რიტუალის დროს წარმოქმნილი "კოლექტიური აღგზნება" მიაჩნდა. საერთოდ, დიურკემის თანახმად, საკრალური კოლექტიური წარმოდგენაა. საკრალური არის ის, რაც არ იცვლება. რელიგიური წარმოდგენა არა მარტო ინდივიდუალურად აღიქმება ჯგუფის ყველა წევრის მიერ, არამედ ის რაღაც ისეთიცაა, რაც ჯგუფის კუთვნილებაა და, ამგვარად, საკრალური ჯგუფის წევრთა ინტეგრირებას ახდენს. რელიგიური რიტუალის დროს ადამიანებს ავიწყდებათ სოციალური სამყარო. საკრალური "ამოაგდებს" მათ ყოველდღიურობიდან და "ახალ ცხოვრებას" აზიარებს, რომელიც სიწმინდის გარანტიად გვევლინება. ყოველივე ამის მიზეზი სინამდვილეשი სოციალური ჯგუფი, თავად საზოგადოებაა. რელიგიური ორგანიზაციები – ყოველი რელიგია მორწმუნეთა ორგანიზებული გაერთიანებაა. ეს გაერთიანებანი რელიგიური რწმენისა და კულტის საფუძველზე ყალიბდება. რელიგიური ორგანიზაციების საშუალებით რეგულირდება საკულტო საქმიანობა და რელიგიური გრძნობები კმაყოფილდება. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, რელიგიის სტრუქტურულ დახასიათებას ვიღებთ, რომლის მიხედვითაც, რელიგია არის განსაკუთრებულ შეხედულებათა სისტემა (რელიგიური ცნობიერება), მოქმედებათა (რელიგიური კულტი) და შესაბამის დაწესებულებათა (რელიგიური ორგანიზაციები) ერთობლიობა, რომელიც ზებუნებრივის რწმენას უკავშირდება. 81 5-ს მოსწონს
|