x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ლედი გოდივა": აი, რატომ დგას გოგონა ნახატზე შიშველი ქალაქის ცენტრში

image


ეს ცნობილი ნახატი ინტერნეტსივრცეში ალბათ, არაერთხელ გაქვთ ნანახი. "ლედი გოდივა" - ასე ჰქვია ინგლისელი მხატვარის ჯონ კოლიერის მიერ 1898 წელს ზეთში შესრულებულ ტილოს, რომელიც კოვენტრში, ჰერბერტის სამხატვრო გალერეის მუზეუმშია დაცული.


image


მხატვარს საკუთარი ტილოსთვის თემა ცნობილი ლეგენდიდან აქვს ნასესხები. ლედი გოდივა ერლის (ბრიტანული არისტოკრატიული ტიტული, რომელიც გრაფის ტიტულს შეესაბამება) ლეოფრიკის ულამაზესი ცოლი იყო. აი, თავად მერსიას (ანგლოსაქსთა მიერ ბრიტანეთის დაპყრობის დროს ჩამოყალიბებული ერთ-ერთი სამეფო) ერლი კი, საკმაოდ მკაცრი ხასიათით გამოირჩეოდა, რომლის მოქალაქეებიც მრავალი წელი მაღალი გადასახადებით იჩაგრებოდნენ. გოდივა მეუღლისგან განსხვავებით საოცრად კეთილი და კეთილშობილი გოგონა გახლდათ, რომელსაც საკუთარი თანაქალაქელების ბედი იმდენად აწუხებდა, რომ მეუღლეს მათთვის გადასახადების შემცირებას ხშირად სთხოვდა, რაზეც მისგან ყოველთვის კატეგორიულ უარს იღებდა.


image


ერთ - ერთი ნადიმის დროს გრაფი საშინლად დათვრა და მოსახლეობისთვის გადასახადების შემცირებას მეუღლეს იმ შემთხვევაში დაჰპირდა, თუ ის ცხენზე ამხედრებული შიშველი კოვენტრის ქუჩებში გაისეირნებდა. გოგონასთვის პირობა საკმაოდ შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა, ამიტომ გრაფს ეჭვი არ ეპარებოდა რომ მისი ამაყი მეუღლე ამ სარისკო პირობას არ თასთანხმდებოდა, თუმცა ლეოფრიკის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მეუღლემ მისი გამოწვევა მიიღო.


image


გოდივამ თავისი ხალხის კეთილდღეობა საკუთარ ღირსებაზე მაღლა დააყენა და დათქმულ დღეს, კოვენტრის ქუჩებში სამოსის გარეშე, დედიშობილა გავიდა. იმისთვის რომ გოგონას თავი უხერხულად და დამცირებულად არ ეგრძნო ქალაქის მცხოვრებლები იმ დღეს სახლში ჩაიკეტნენ, დახურეს დარაბები, ფანჯრები და კარებები... ცხენზე ამხედრებულმა გოდივამ კი მთელი ქალაქი ისე მოიარა, რომ მისი შიშველი სხეული თვალით არავის უნახავს. გრაფი ცოლის თავდადებით გაოცებული დარჩა. მან საკუთარი პირობა შეასრულა და მოსახლეობას გადასახადები შეუმცირა. ლედი გოდივა კი ისტორიაში შევიდა და ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ გმირადაც იქცა.












0
169
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
169