მხატვრობა
ფრიდა კალოს უმცროსი და, რომელიც მხატვრის მეუღლის საყვარელი იყო
2019, 17 ნოემბერი, 22:37
კრისტინა კალო - ცნობილი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს უმცროსი და იყო, ის 1908 წლის 7 ივნისს დაიბადა, კრისტინას ორი შვილი - იზოლდა და ანტონიო ჰყავდა. როგორც ცნობილია, ლეგენდარული მექსიკელი მხატვრის და, მეუღლემ სწორედ მაშინ მიატოვა, როცა მათ მეორე შვილი შეეძინათ.
ფრიდა და მისი მეუღლე - დიეგო რივერა თავიანთ ნამუშევრებში მას ხშირად ხატავდნენ. ცოლის დის სილამაზით აღფრთოვანებულმა სახელგანთქმულმა კუბისტმა მხატვარმა და მიურალისტმა ცდუნებას ვერ გაუძლო და თავის, ცნობილ ტილოზე - "მექსიკის ისტორია" კრისტინა კალო მთელი თავისი დიდებულებით გამოსახა.
არსებობს ვარაუდი, რომლის თანახმადაც დიეგო და კრისტინა საყვარლები იყვნენ, ხოლო მას შემდეგ რაც ფრიდამ მათი ფარული ურთიერთობის შესახებ გაიგო, ის ტროცკის საყვარელი გახდა, ხოლო ცნობილ მეუღლეს ოფიციალურად გაშორდა.
ლევ ტროცკის ჩანაწერების გარდა, სხვა რაიმე მტკიცებულება, რომ ეს ამბავი სინამდვილეს შეესაბამებოდა, არ არსებობს თუმცა, როგორც არაერთი ადამიანი ამტკიცებს, მეუღლეებს შორის პრობლემები სწორედ ამ დროიდან დაიწყო.
საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ დიეგო რივერა ერთგული და სამაგალითო ქმარი არასდროს ყოფილა და ფრიდას ხშირად ღალატობდა. მიუხედავად ამისა, ცნობილი მხატვარი საკუთარ დას ყოველთვის მხარში ედგა და გულშემატკივრობდა, ვინაიდან ოჯახს ცხოვრებაში ის ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა.
ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული ისტორია ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა, არსებობს უამრავი ჩანაწერი და წერილი, რომლებიც ტროცკისა და ფრიდას შორის არსებულ კავშირს ადასტურებს.