სიახლეები გამოვლინდა ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და ყველაზე დაბინძურებული ქალაქები 2021, 18 მაისი, 10:41 ![]() კიდევ ერთი ადგილი, რომელიც ეკოლოგიური სისუფთავით გამოირჩევა ციურიხია (88.8%). შვეიცარიის ეს ქალაქი სამოთხეა ბაიკერებისათვის, ველოსიპედის ბილიკებით და მანქანებისგან თავისუფალი გზებით, რომლებიც ქალაქის ცენტრის გარშემო მდებარეობს.ფეხით გასეირნება ასევე შესანიშნავი საშუალებაა გადაადგილებისთვის, რადგან მისი მაცხოვრებლების უმეტესობა მანქანებს ზედმეტად მიიჩნევს. სამეულს ასრულებს დენვერი. კოლორადოს ქალაქის ტრანსპორტის 82.7% ეკოლოგიურად სუფთაა, ადგილობრივ მოსახლეობას საზოგადოებრივი ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობით გადაადგილება შეუძლიაღ. შედეგების შეჯამებისას აღმოჩნდა, რომ ავსტრალიის დედაქალაქი კანბერა, პირველ ადგილს იკავებს. ქალაქი არამარტო უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ტრანსპორტით შესანიშნავ მომსახურებას, ის ენერგიის 48% -ს ეკოლოგიურად სუფთა წყაროებით იღებს, რა დროსაც დაბინძურების ინდექსი მხოლოდ 13, 89 ქულაა. ქვეყნის დედაქალაქი დიდწილად ეყრდნობა მზის ენერგიას და ახლომდებარე ქარის ელექტროსადგურებს, ხოლო ასევე უზრუნველყოფს მისი მოსახლეობის 94% -ს ინტერნეტით. მეორე ადგილზეა მადრიდი, რომელმაც მაღალი ეკოლოგიური მაჩვენებელი აჩვენა ენერგეტიკასა (77, 3%) და ტრანსპორტში (82%), სამეულს ასრულებს ბრისბენი, ავსტრალია. ზოგადად ავსტრალიის ქალაქები კარგად მუშაობენ, იყენებენ მზის ენერგიას და გამოემშვიდონენ უწინდელ ენერგეტიკულ ვარიანტებს. პირველი ათეული კი ასე გამოიყურება: ![]() ანგარიშის მიხედვით ყველაზე ნაკლებად მდგრადი ქალაქია. ქალაქ მექას კარიბჭე განიცდის საწვავსა და გაზზე დიდ დამოკიდებულებას. სინამდვილეში, საუდის არაბეთის ეკონომიკის უმეტესი ნაწილი ფინანსდება წიაღისეული საწვავის ექსპორტით, რაც ზრდის ქვეყნის საბანკო ბალანსს, მაგრამ მნიშვნელოვნად აზიანებს ეკოლოგიურ გარემოს. ![]() ყველაზე ცუდ სამეულს ასრულებს ამანი იორდანიაში. მისი მძლავრი ურბანიზაცია და წიაღისეული საწვავზე დამოკიდებულება მას გაცილებით მყიფეს ქმნის ეკოლოგიასთან მიმართებაში. ყველაზე ბიძური ქალაქების ათეული ასე გამოიყურება: ![]() 416 4-ს მოსწონს
|