x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რისთვის სჭირდება ზებრას ზოლები? - მეცნიერების გამაოგნებელი აღმოჩენა

image


ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევარი ელისონ კობი ერთხელ საკმაოდ საინტერესო და მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა. როგორც აღმოჩდა, ზებრის კანზე ზოლები - არა ჩვეულებრივი "მოხატულობა", არამედ თავად დედა - ბუნების მიერ შექმნილი ერთგვარი "ვენტილატორია"! საქმე იმაშია, რომ მზეზე ზოლები არათანაბრად თბება. შავი ზოლების ტემპერატურა თეთრებთან შედარებით საშუალოდ 9-15 გრადუსით უფრო მეტია. ასეთი სხვაობა კი ჰაერის ნაკადის მთლიან სისტემას ჰქმნის, რომლის წყალობითაც ცხოველის კანი გრილდება, ხოლო ოფლი ორთქლდება, როგორც ვენტილატორის ზემოქმედებისას! მეცნიერების ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს რომ უფრო თბილ კლიმატში ბინადარ ზებრებს სხეულზე უფრო მეტი ზოლები აქვთ, ვიდრე ცივი რეგიონის ბინადართ.


image


თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. მეცნიერების აზრით, თერმორეგულაციის გარდა, ზოლიანი შეფერილობა ზებრებს ბუზებისა და სხვა პარაზიტებისგანაც იცავს. ამ ჰიპოთეზის დასამტკიცებლად კი მკვლევერებმა ერთი ექსპერიმენტი სამ ჩვეულებრივ ცხენზე ჩაატარეს. პირველი ცხენი შავად შეღებეს, მეორე – თეთრად, ხოლო მესამე კი – ზებრის მსგავსად. ყველა მათგანი დაფარული იყო სპეციალური წებოვანი სითხით. შედეგად ყველაზე ნაკლები მწერი შავ - თეთრ ზოლებიანი ცხენის ტანზე აღმოჩნდა.


image


გასული საუკუნის შუა პერიოდში ალან ტურინგმა დაადგინა, რომ შავ- თეთრი ზოლები ორი ქიმიური ელემენტის ურთიერთქმედების ხარჯზე ჩნდება, რომელიც ემბრიონში სხვადასხვა სიჩქარით ვრცელდება. ზებრების განვითარების კვლევებმა აჩვენა, რომ ჩანასახის ფონური ფერი შავია, თეთრი ზოლები კი – მოგვიანებით ჩნდება. ზებრის კანზე ზოლები, სინამდვილეში, საოცარი ბუნებრივი გამოვლინებაა, რომლის დანიშნულების შესახებ ადამიანებს დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ!


















0
1043
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1043