საზოგადოება „ყველა კაცი მასტურბირებს“, „ავყარე გოგოები, შევედით კაცების ოთახში“, აუხსენით, რომ ყველა მასტურბირებთთქო“ 2021, 17 მაისი, 10:08 გიგა ბოკერიას მეუღლე, ტაბულას დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ერთ უცნაურ ისტორიაზე წერს: „მასტურბაცია კიბოს (და სხვა დაავადებების) პრევენციაში გეხმარებათო- ამტკიცებენ ექიმები. ერთი სასაცილო ისტორია გამახსენდა ამაზე: ადრე, ადრე, ბევრი წლის წინ, მე და გიგა მივედით მეგობრებთან. ბევრი ხალხი იყო და გენდერულად „სეგრეგირებული“ გარემო დაგვხვდა – კაცები ერთ ოთახში იყვნენ, რაღაც კინოს უყურებდნენ. ქალები მეორეში. ჰოდა შევუხვიე ქალების ოთახში. იმავე პერიოდში ერთი ცნობილი ცოლ-ქმარი დაშორდა ერთმანეთს. ცოლის ოჯახი ავრცელებდა, რომ დაშორების მიზეზი კაცის ხშირი მასტურბაცია იყო. ამ ოჯახთან საერთო მეგობარი მყავს – ისიც იქ იყო და ვკითხე ნახევრად ხუმრობით, რა ხდება მეთქი და იმანაც ცოლის ოჯახის ვერსია მომახსენა. აღვშფოთდი. ამ სისულელებს რომ უვრცელებთ ამ კაცს, რა იცით, ეგებ ის გოგო აზრზე არ არის, ერთხელ სადღაც დაინახა და შოკში ჩავარდა – არადა ეგ ჩვეულებრივი ამბავია. ახლა, თუ sick არის და ხალხში, სხვის დასანახად შვება, სხვა საქმეა, მაგრამ თუ თავისთვის „ტკბება“, ცუდია რომ ასეთი ისტერიკა გამართეს-მეთქი. სიჩუმე ჩამოვარდა – ერთ-ერთმა ამოილაპარაკა, ნუ თუ ცოლი არ ჰყავს გასაგებია, მაგრამ როცა ცოლი ყავს… ვცადე ამეხსნა, რომ მასტურბაციას ცოლთან არანაირი კავშირი არ აქვს და ეგ სულ სხვა რამეა. ეჭვის თვალით შემომხედეს. ჰოდა ავყარე გოგოები, წამოდით-მეთქი და გავედი „კაცების ოთახში“ გოგოების არმიით. ახლა ადექით და აუხსენით თქვენ ცოლებს რომ ყველა მასტურბირებთ და ეს ნორმალურია მეთქი… აღარ აღვწერ იმ უხერხულ სიჩუმეს, იქ რომ დაისადგურა. გიგა თან იცინოდა და თან მეჩხუბებოდა – სად რა ილაპარაკო, არ იციო. მოკლედ, ერთი ის ვიცი, რომ ჩემი თანდასწრებით, გენდერული სეგრეგაცია აღარასოდეს მომხდარა – ჩემს ნაცნობ კაცებს ურჩევნიათ, სადმე ახლოს ვყავდე ხოლმე, რომ თვალყური მადევნონ“ - წერს ჟურნალისტი თამარა ჩერგოლეიშვილი. . 1529 შეფასება არ არის
|