x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"დიდი შიდა ომია ქართულ ოცნებაში, კობახიძის გამო პარლამენტიდან წავიდა " -ნახეთ, რა ინფორმაცის ავრცელებს ელისო კილაძე

image


გაზეთ "ქრონიკა+" ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე პარტია "ქართულ ოცნებაში" მორიგი დაპირისპირების შესახებ კულარულ ინფორმაციას ავრცელებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გამო გუნდში დიდი შიდა ომია დაწყებული. კილაძის თქმით, პერსონალურად სწორედ მის გამო დატოვა საკანონმდებლო ორგანო ირაკლი სესიაშვილმა, ხოლო ახლა კი პარტიას უკვე კახი კახიშვილიც ტოვებს. მისივე თქმით, ჯერჯერობით არც ის არის გადაწყვეტილი თუ ვინ იქნება საბოლოოდ, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი, თუმცა ჟურნალისტი ამასთან დაკავშირებით არც სიურპიზებს გამორიცხავს: "დიდი შიდაომია ქართულ ოცნებაში - ირაკლი კობახიძის გამო პარლამენტიდან ირაკლი სესიაშვილი წავიდა, კახი კახიშვილი პარტიას ტოვებს ! ესენი იშლებიან და თქვენ სად შერბოდით ჰა?! ჯერ კიდევ არაა გადაწყვეტილი ვინ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი. განიხილება არჩილ თალაკვაძის და კახი კალაძის კანდიდატურები. არაა გამორიცხული სიურპრიზებიც" - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.












0
775
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
775