ალბათ ყველას გეხსომებათ დაახლოებით ერთი თვის წინ მომხდარ სტიქიაზე კახეთში და სამცხე-ჯავახეთში. მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, ტელევიზიებით აჩვენა, თუ როგორ აკეთებდნენ სახლებს, როგორ ურიგებდნენ დახმარებებს ხალხს. მაგრამ ეს მხოლოდ კახეთში? რა დააშავა სხვა ხალხმა? რატომ არ ეხმარება ახალციხის რაიონში დაზარალებულებს?
თუ მაგათთვის არ გაუფუჭებია სახლები? თუ მაინდამაინც კახეთში უნდა ცხოვრობდე, რომ დაგეხმარონ? მოგიყობით ახლა ერთ რეალურ ფაქტს. ახალციხის რაიონ სოფელ ვალეში, როგორც სხვაგან, დაზარალდა მოსახლეობა. მაგრამ ვინმე დაეხმარა? არა.. ხალხმა მიმართა მუნიციპალიტეტს, მაგრამ შედეგი არ გამოიღო. მხოლოდ 6 შიფერს მოგცემთო. როგორ უნდა ეყოს სახლს 6 შიფერი? რამდენი იარეს რამდენი მაგრამ შედეგი არ გამოიღო. ხოლო ჩვენი მთავრობა იმით ამაყობს თუ, როგორ დაეხმარენ ხალხს, აღუდგინენ სახლები, მიცენ დახმარება. მაგრამ სინამდვილე სხვაა. ეს ტელევიზიები გვიხვევენ თვალებს, ეს მთავრობა ამაყობს. რაც ძალიან ცუდია და იმედი გვაქ, რომ ყველაფერი შეიცვლება და დაეხმარებიან დაზარალებულ მოსახლეობას.