საქართველო ქალი, რომელმაც თავისი ხელით 150 ბიულეტინი ჩაყარა! ეს რეალური ამბავია. 2012, 7 სექტემბერი, 14:05 სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობს ერთი ღარიბი ოჯახი. ამ ოჯახის პატარა გოგოს აქვს ხელის პრობლემა. თითები აქვს არასწორად განლაგებული (ზოგი დიდი ზოგი პატარა). ეს ამბავი ხდებოდა 2010 წლის არჩევნებზე. ამ ოჯახს ფული არ ჰქონდა იმის, რომ გაეკეთებინა ოპერაცია ამ ბავშვისთვის. ერთ მშვენიერ დღეს ამ სოფლის დეპუტატისგან მიიღენ შემოთავაზება. მიდით არჩევნებზე და 150 ბიულეტინი ჩაყარეთ და თქვენ ბავშვს ოპერაციას გავუკეთებო! ოჯახი რა თქმა უნდა დათანხმა. შვილის ჯამრთელობის გამო ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები. ამ გოგონას გაუკეთენ ოპერაცია, ხოლო სამაგიეროდ 150 ბიულეტინი ჩაყარეს. ეს ხომ სამარცხვინო ფაქტია? ბატონი მიშა იძახის, რომ არჩევნები არ ყალბდება, ყველაფერი კარგად ტარდება, მაგრამ სიმართლე ხომ სხვაა? ეს მარტო ერთ სოფელში მოხდებოდა? რა თქმა უნდა არა. ასე ბევრს სოფელში იზამდნენ. არაა გამორიცხული იგივე ახლაც მოხდეს. ბატონმა მიშამ განაცხადა არაფრის დიდებით არ წავალ ამ პოსტიდანო, რატომ იყო ასე დარწმუნებული? იმიტომ, რომ იცის გააყალბებს და თავის სკამზე დარჩება. საზოგადოების ზოგ ნაწილს გონია რო ქვეყანაში დემოკრატიაა და არჩევნები დემოკრატიულად ტარდება, რაც დიდი შეცდომაა. მე და ყველა ჩვენგანს იმის სურვილი გვაქ, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვიცხოვროთ და არა ისეთ ქვეყანაში სადაც არჩევნების შედეგები ზოგ-ზოგიერთებმა წინასწარ იციან. ყველამ გავახილოთ თვალები და დავინახოთ რეალობა. ვინ არის ღირსი პრეზიდენტობის და ვინ არა. მერწმუნეთ ეს ამბავი არი რეალური. ეს მე 100% შემიძლია ვთქვა. ნუ გეგონებათ ეს აგორებული ჭორი მიშას მისამართით. 512 4-ს მოსწონს 1-ს არა
|