x
image
თამილა გურაშვილი
" ადამიანი ჭერამდე რომ ავიდეს, ერთი სიცოცხლე არ ჰყოფნის! .." - მედეა ჩახავა 100 წლის გახდებოდა

image

მე დ ე ა ჩ ა ხ ა ვ ა --- 100
” -.მედეა ჩ ა ხ ა ვ ა - ცვილივით დამყოლი და ელასტიკური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა, აღფრთოვანებულიყო და განეცადა., ეს დიდი ნიჭია.
- გავიდა მრავალი წელი და მ ე დ იკ ო ჩახავას სახელი ჩემთვის იქცა თეატრალური სიყმაწვილის ძვირფას, საყვარელ მოგონებად. ბევრი რამ, რასაც რუსთაველის თეატრში ვაკეთებდი, უშუალოდ იყო დაკავშირებული მის სახელთან. ჩვენ თანამოაზრენი, მეგობრები ვიყავით, ჩვენ ვიყავით თანაავტორები ბევრი დაუვიწყარი ნამუშევრისა. ერთად მუშაობა გვეადვილებოდა და დიდ სიამოვნებას გვანიჭებდა.“- მიხეილ თუმანიშვილი
- „ძვირფასი ხარ ქართული ხელოვნებისთვის და დიდხანს უნდა ბრწყინავდე“ - ეუბნებოდა მ ე დ ე ას ვერიკო ა ნ ჯ ა ფ ა რ ი ძ ე
- რომელი დაბადების დღე იყო განსაკუთრებული, ყველაზე ბედნიერი? —როცა დედ-მამა ცოცხალი იყო, როცა ჩემი ძმა, სასახელო და დიდი მეცნიერი ცოცხალი იყო, როცა ჩემი ახლობლები და ჩემი მეგობრები ცოცხლები იყვნენ.
ჩემ მეგობრებს მაყურებელი კარგად იცნობს და ასეთი ადამიანები, რომ წავლენ, მერე მძიმეა ცხოვრება, გაღარიბებული ხარ. მაგრამ შვილები, შვილიშვილები და შვილთაშვილები მახალისებენ — ეს ისეთი დიდი სიმდიდრეა! ღმერთო კეთილად მისმინე და ესენი კარგად მიმყოფე.
ჩემ პროფესიაში შეყვარებული ადამიანი ვიყავი და მეგონა — ესაა ყველაფერი, მაგრამ არა! ყველაფერი ბავშვები არიან!
ჩემებს ვეუბნები: სანამ შემიძლია ბავშვის ხელში დაჭერა, გააჩინეთ, გამახარეთ და გამაბედნიერეთ!
— ძალიან მიყვარდა ჭადრაკის თამაში. მე და ვერა წ ი გ ნაძე — ბალეტის უდიდესი მსახიობი, ხშირად დილის 4 საათამდე ვთამაშობდით. ხან ვერა მოდიოდა ჩემთან, ხან მე მივდიოდი მასთან.
ერთხელაც წავედი ვერასთან და შემაგვიანდა. გამოვედი ქუჩაში და მანქანას ველოდები, იქვე ორი მილიციონერი იდგა. უფროსი მომიბრუნდა და მეკითხება: კი მაგრამ ასე გვიან სად ყოფილხართო. ეგ მე ვიცი სად ვყოფილვარ, რა თქვენი საქმეა — გამიჩერეთ მანქანა!
მეორე ეუბნება: გაჩერდი, ვერ იცანი? აბა, ვინა ვარ-მეთქი. მოჭადრაკეო! ესე იგი, როგორი ინტუიცია ჰქონდა ამ კაცს — მიხვდა, რომ ჭადრაკს ვთამაშობდი.
— არ ვამბობ, რომ მაღალი ხელოვანი ვარ, მე მისკენ მივისწრაფვი. ჩემ ასაკშიც კი, მინდა მაღალი ხელოვნების წარმომადგენელი ვიყო. ახლა, არ მითხრა: ეს თქვენ ხართ! მე ის მსახიობი არ ვარ, რომ ვიფიქრო — ჭერს უკვე მივარტყი თავი… არა! ჩემი ჭერი ძალიან მაღლაა და ძალიან შორს… სამწუხაროდ, ადამიანი ჭერამდე რომ ავიდეს, ერთი სიცოცხლე არ ჰყოფნის!
— უდარდელი ადამიანი არ არსებობს, მაგრამ დარდმა არ უნდა შეგჭამოს. სანამ ცოცხალი ხარ „ვაი, ვაი..“ კი არ უნდა იძახო, არამედ შენ თავს უნდა მიხედო, ჯანმრთელობას გაუფრთხილდე, ბოღმას და ვიღაცეებზე გაბრაზებას არ უნდა შეაჭმევინო თავი.
- თუ სცენაზე ფეხი დავდგით, იქ არც სიცხე გვაწუხებს, არც კბილის და არც გულის ტკივილი. მსახიობი შეიძლება მოკვდეს, მაგრამ გულის ტკივილის გამო კულისებში არ გავა, ის ვერ გაექცევა მაყურებელს და იმ ბედნიერებას, რაც ამ დროს ხდება.
- მომხიბვლელი ვიყავი, ალბათ… ლამაზი არა— არ ვარ ლამაზი, ნუ სიმპათიური ვარ და მომხიბვლელი! ჰო, ხიბლი ალბათ მქონდა…
...რეპეტიციაზე როლში თუ გავიღიმებდი, გიორგი ტოვსტონოგოვი მიყვიროდა: Не улыбайся! როცა იღიმები — იქ ოსტატობა აღარ გინდა, ადვილად გამოდიხარ, გაიცინებ და კაცს ყველაფერი ავიწყდებაო.
მიშა თუმანიშვილიც ასე იყო. ვითომ ასეთი ღიმილი მქონდა? თავის ქებაზე ნუ გადამიყვან ახლა, კარგი!
- საერთოდ, მიმნდობი ვარ და ადამიანი მგონია ღირსეული არსება, რომელმაც ტყუილებით არ უნდა გაიჭუჭყიანოს თავი, შუბლგახსნილი ლაპარაკი უნდა შეეძლოს. ეს კაცშიც და ქალშიც უაღრესად დასაფასებელია.
გულწრფელობა, სიმართლე, პატიოსნება — ეს ადამიანს ამდიდრებს!
- „დ ე დ ა მ მართლაც საოცარი, ულამაზესი, ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა
. პრობლემები მასაც ჰქონდა, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ იყო ბედნიერი, როგორც მსახიობი, ქალი, დედა, ბებია, დიდი ბებია და როგორც ქართველი...”- მაკა მახარაძე
დღეს მედეა ჩ ა ხ ა ვ ა ს დაბადების დღეა!" - ლალი გოგუაძე
1
72
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
72
  
2021, 16 მაისი, 1:34
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1