x
image
ირინა მ.
ამ მსახიობებმა თავიანთი როლები შეიძულეს რთული გრიმის გამო, რომელიც სატანჯველად ექცათ (ვიდეოც)

image

თანამედროვე კინემატოგრაფიაში მსახიობებს ზოგჯერ ისეთი დიდი რაოდენობით გრიმის დადება და სპეციფიკური კოსტიუმების ჩაცმა უწევთ, რომ მათთვის ეს ნამდვილი სატანჯველი ხდება. მოდით, ვნახოთ ამის გამო რომელი მსახიობები ვერ იტანენ მათ მიერ განსახიერებულ როლებს.

1. რონ პერლმანი.

ფილმი "ჰელბოი" (2004წ.), ჰელბოის როლში.

image

ჰელბოიდ რომ გარდასახულიყო, პერლმანი გრიმიორებთან დღეში 4 საათი უნდა მჯდარიყო. მაგრამ ის ხომ ფილმის მთავარი გმირი იყო, ამიტომ მსახიობმა ეს პროცედურა 86-ჯერ გაიმეორა! მოგვიანებით კი ფილმის მეორე ნაწილიც გადაიღეს!

2. ჯენიფერ ლოურენსი.

ფილმი "X-ადამიანები", მისტიკის როლში.

image

საღებავის დადებას და პროტეზირებას 6 საათს უნდებოდნენ. გრიმის ერთი არასასიამოვნო მომენტიც-გრიმით შეუძლებელი იყო დაჯდომა.

3. ჯიმ ქერი.

ფილმი "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა" (2000წ.), გრინჩის როლში.

image

გადაღებები რომ გადაეტანა, ქერი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ოპერატიულ თანამშრომელთან გადიოდა სწავლებას, თუ როგორ გადაეტანა ტანჯვა. ასე რომ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, თუ რა წამება გამოიარა მან გრინჩის გადაღების დროს.

4. ტიმ კარი.

ფილმი "ლეგენდა" (1985), ბნელეთის მბრძანებლის როლში.


image

მთლიანი გრიმის დადებას ხუთსაათნახევარი სჭირდებოდა-მსახიობის სხეული იფარებოდა თაბაშირით. ყოველი გადაღების ბოლოს მსახიობს აბაზანაში ერთი საათი უწევდა წოლა, რათა სპირტის შემცველი წებო დამდნარიყო, რომელიც გრიმის დროს გამოიყენებოდა. მაგრამ ყველაზე რთული იყო რქები-საკმაოდ მძიმე წონის გამო ტიმ კარი დიდხანს იტანჯებოდა კისრის ტკივილით.

5. არნოლდ შვარცენეგერი.

ფილმი "ბეტმენი და რობინი" (1997წ.), მისტერ ფრიზის როლში.

image

რკინის არნისაც მოუწია წვალება. განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ ფილმი ჩავარდა და მსახიობის მცდელობებმა უქმად ჩაიარა. გრიმი რომ დაედოთ და უზარმაზარი ჯავშანი ჩაეცვა, 11 დამხმარე სჭირდებოდა, თვითონ გარდაქმნის პროცესს კი ექვსი საათი. თუმცა სიძნელეები ამით არ მთავრდებოდა. არნოლდს უყენებდნენ სპეციალურ დიოდის ფარნებს, რათა კბილებისთვის ცისფერი განათება მიეცათ. სისტემა ცუდად მუშაობდა და მსახიობმა რამდენიმე დამწვრობა მიიღო (პირში აკუმულატორის მჟავამ გამოჟონა).

6. რეიფ ფაინსი.

ჰარი პოტერის სერიალი, ვოლან-დე-მორტის როლში.

image

ფაინსს იმდენად მობეზრდა თავისი თეთრი მაკიაჟი, ლატექსით დაფარული წარბები და ხელოვნური კბილები, რომ მან გადაწყვიტა მომავალში უარი ეთქვა ყველა იმ შემოთავაზებისგან, რომლის გადაღებისთვისაც კვლავ საჭირო იქნებოდა ასეთი მძიმე გრიმი.

7. პიტერ მეიჰიუ.

ფილმი "ვარსკვლავური ომები", ჩუბაკის როლში.

image

"ვარსკვლავური ომები"-ს პირველი სამი ნაწილის გადაღების დროს ჩუბაკის როლის შემსრულებელს კოსტიუმში ძალიან სცხელოდა და რაც მთავარია, საშინლად ყარდა.

8. გერი ოლდმანი.

ფილმი "დრაკულა" (1992წ.), დრაკულას როლში.

image

გადაღებების წინ ოლდმენი სამი კვირა გრიმიორთან ერთად მუშაობდა თავისი ახალი პერსონაჟის გრიმის მოფიქრებაზე, რომელიც ბოლოს ასე შეიძულა. "მოხუცი დრაკულას" კოსტიუმისთვის მან თავზე თმების ნაწილი გადაიპარსა, ხოლო ტრანსფორმაციის სცენებისთვის ღამურის კოსტიუმის მორგება ხომ წამება იყო.

9. პოლ ბეტანი.

ფილმი "შურისმაძიებლები", მარველის კინოსამყარო.

image

"შურისმაძიებლები"-ს გადაღების დროს ბეტანს ათი საათის განმავლობაში ჰქონდა მორგებული რეზინის ნიღაბი, რომელიც მთელ თავს უფარავდა. ამ ნიღბის დადების შემდეგ (პროცედურა სამი საათი გრძელდებოდა) მსახიობი თავის ტკივილით იტანჯებოდა. გარდა ამისა, ნიღბის გამო მას ცუდად ესმოდა.

10, ანჯელინა ჯოლი.

ფილმი "მალეფისენტა" (2014წ.), ბოროტ ჯადოქარ მალეფისენტას როლში.

image

ამ ფილმში მონაწილეობის დროს მსახიობი დიდ მოკითხვას უგზავნიდა ტიმ კარის, რომელიც თავზე უზარმაზარ რქებს ირგებდა. სწორედ ეს რქები გახდა ჯოლის თავის ტკივილების (რაც მთავარია კისრის ტკივილებისაც) მიზეზი.





იხილეთ ასევე:





როგორები იქნებოდნენ დღეს, ადრე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები

image


როგორ იღებენ სინამდვილეში ჰოლივუდის ფილმებს

image


სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image


რომელ უცხოელებზე გიჟდებოდნენ საბჭოთა ქალბატონები (ვიდეო)

image


როგორი იქნებოდნენ ცნობილი ქალბატონების პერსონაჟები მაკიაჟის გარეშე

image


როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე

image


სხეულის რომელი ნაწილები აქვთ დაზღვეული ცნობილ სახეებს

image


ცნობილი მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟზე გიჟდებიან

image


ცნობილი სახეები, რომლებიც ქუჩაში შეიძლება უსახლკაროებში აგერიოთ

image







0
241
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0