ქალი და მამაკაცი ცოტა მეტი რომანტიკა... 2012, 5 სექტემბერი, 21:24 ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, რომ ხანგრძლივ და მტკიცე ურთიერთობებს ხშირად უბრალო წვრილმანები ანგრევს.წყვილი ქორწინდება და ოჯახური რუტინა თავისი ყოველდღიური საზრუნავებით მის ურთიერთობას იმ ნაპერწკალს უქრობს, რომელიც დასაწყისში იყო, ამიტომ თუკი ასეთ წვრილმანებს ყველაფრის გაფუჭება შეუძლიათ, მაშინ იქნებ სწორედ ასევე წვრილმანებშია ხანგრძლივი და ბედნიერი ურთიერთობის საიდუმლო? დაფიქრდით!რატომ უნდა შეეგუოთ ოჯახურ ერთფეროვნებას და პატარ-პატარა სიურპრიზებზე უარი თქვათ?საჭიროა უბრალოდ მონდომება და სულ ცოტა რომანტიკა... აი თუნდაც, ვინ თქვა, რომ დაქორწინებულ წყვილს პაემნებზე სიარული აღარ შეუძლია?გამონახეთ ორივესთვის თავისუფალი საღამო და მეუღლე სადმე დაპატიჟეთ.სპონტანურად შეიარეთ კინოში, თეატრში, ან უბრალოდ ერთად ივახშმეთ...გაისეირნეთ იმ ადგილებში, რომლებთანაც საერთო ტკბილი მოგონებები გაკავშირებთ და შეყვარებულობის პერიოდის რომანტიკულ წუთებს გახსენებთ. ასეთი საღამოები ერთფეროვნებას ნამდვილად დაგავიწყებთ და თქვენს ურთიერთობას მეტ ხიბლს შესძენს.მსგავსი რამეებისთვის კი სულაც არაა საჭირო ბევრი ფული დახარჯოთ.მაგალითად, დილით საყვარელ ქალს ბალიშზე თუნდაც უბრალო ყვავილი დაახვედრეთ.ეს საერთოდ არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, სასიამოვნოდ დაწყებული დღე კი მას აუცილებლად კარგ განწყობაზე დააყენებს და თქვენ მიმართაც არ დაიშურებს სითბოს.არავინ გთხოვთ უძვირფასეს საჩუქრებს და ფეერვერკებს.მთავარია, ყველაფერი ლამაზი ფორმით გააკეთოთ.ქალბატონებს კი შეუძლიათ შინ დაბრუნებულ მეუღლეებს ზოგჯერ რომანტიკული ვახშამი მოუწყონ.ამისთვის სულაც არაა საჭირო მთელი დღე ქურასთან იდგეთ და ნაირნაირი კერძები აკეთოთ.უბრალოდ მოამზადეთ ის, რაც მას უყვარს, სუფრა ოდნავ გააფორმეთ, ცოტა სასმელი და...თქვენს მეუღლეს ბევრად უფრო გაუხარდება შინ დაბრუნება.უმიზეზოთ აჩუქეთ მას უბრალო, ნებისმიერი ნივთი, თუნდაც ახალგამოსული წიგნი, მაგრამ კოცნასა და თბილ სიტყვებთან ერთად თქვენს საჩუქარს სულ სხვა ხიბლი ექნება.ნუ დაიშურებთ ერთმანეთისთვის კომპლიმენტებს და ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანს, რომ ის გიყვართ. ასე რომ, თუ ყოველდღიურ პრობლემებს ასეთ რომანტიკულ წვრილმანებს დაუპირისპირებთ, თქვენი ურთიერთობა აუცილებლად ხანგრძლივი, საინტერესო და ბედნიერი იქნება. 263 6-ს მოსწონს
|