x
image
მადამ ფისუნია
DOTA 2 Tinker - გმირის ისტორია
image

ბოუში სხვა თანატომელების მსგავსად ძალიან იყო გატაცებული ტექნიკური მეცნიერების შესწავლით, მან პატარაობიდანვე გამოამჟღავნა გასაოცარი ცოდნა ფიზიკისა და ქიმიის სხვადასხვა სფეროებში. სულ პირველი გამოგონება ბოუშისა იყო რობოტების პატარა ლეგიონი რომლებსაც შეეძლოთ გადაადგილება და აღება პატარა ნივთების. ცოტა მოგვიანებით ახალგაზრდა გამომგონებელმა მოიფიქრა ახალი დისციპლინა, რომელიც ართობდა თავის თანასოფლელებს და გზებს უხსნიდა ახალ შესაძლებლობებს. ის რობოტებს შორისი ბრძოლის ორგანიზატორი გახდა. იქ ყველა მსურველს შეეძლო თავისი გამოგონების დემონსტრირება, მათ ასევე თავიანთი ქმნილებების ერთმანეთთან შეჯიბრების საშუალებაც ეძლეოდათ.

ბოუში ხშირად წარმოადგენდა საკუთარ რობოტებს არენაზე. იგი არასტანდარტულად უდგებოდა უკვე კონსტრუირებულ მანქანებს, რითიც უზრნველყოფდა საკუთარ გამარჯვებას. ამ სახალხო გართობამ ნაბიჯ ნაბიჯ შთააგონა საკუთარი მოსახლეობის დასაცავი სისტემის შექმნა, რომელსაც საკმაოდ ეშმაკური პრინციპი ჰქონდა. ბოუშმა ააწყო რამდენიმე რობოტი aღჭურვილი ორმაგი ბრჭყალებით რომელიც ეხმარებოდა მათ ამოთხრასა და ჩამარხვაში, ასევე არაკეთილმოსურნის დაჭერაში. ყოველი ასეთი რობოტი პატარა ანტენით იყო აღჭურვილი, რომელიც იღებდა სიგნალს რადიო გადამცემისგან და იმ შემთხვევაში აქტიურდებოდა თუ ვინმე უცნობი სოფლის საზღვარს არღვევდა.

ეს რობოტები სოფლის გარშემო იყვნენ ჩამარხულნი, თუ ვინმე უცხო საზღვარს გადაკვეთდა ანტენა იღებდა სიგნალს, ისინი ამოდიოდნენ გაბრაზებულნი და მთელი არმია ირაზმებოდა საზღვრის დამრღვევისაკენ, იჭერდნენ მას და კბენდნენ. ამგვარი გამოგონება საუკეთესოდ შეაფასეს სოფლის ინჟინრებმა. გადიოდა წლები და ბოუში გახდა ერთერთი მთავარი გამომგონებელი.


იგი სულ უფრო ღრმად იყო ბუნების კანონების შესწავლით გართული, მაგრამ ყოველთვის ეჩეხებოდა რაღაც ზღვარს. რომელიც ხელს უშლიდა ახალი აღმოჩენის გაკეთებაში, მან შეკრიბა კიდეც პატარა ჯგუფი და იისფერ პლატოზე ააშენა საკუთარი, პატარა მიწისქვეშა ლაბორატორია.

პლატო გარშემორტყმული იყო სქელი თეთრი ნისლით. თავისი ძიებებით სასოწარკვეთილმა მეცნიერმა , ვერ შეძლო თავის შორს დაჭერა მაგიისაგან, რომელიც მის მეცნიერ რასას ასე სძულდა. მაგრამ ის არ აპირებდა შეესწავლა ცეცხლოვანი ბურთების მეტანია, ლევიტაცია, ტელეკინეზი ან მსგავსი მაგიური ხელოვნება. ბოუშმა გადაწყვიტა პარალელური განზომილების პორტალის გახსნა რომ სხვა კუთხით შეეხედა ყველასათვის ცნობილი ფიზიკის კანონებისთვის. მაგრამ ზუსტად ეს გახდა გარდამტეხი მომენტი მის ცხოვრებაში. გამომგონებლების ჯგუფმა მხურვალედ დაუჭირა მხარი საკუთარი ხელმძღვანელის ამ ინიციატივას და შეისწავლეს რა ძველი ხელნაწერი გრაგნილები დატოვებული მივიწყებულ მაგთა მიერ, გაიხსნა უცნობი პარალელური სამყაროს პორტალი. თავიდან ისინი რა თქმა უნდა დიდხანს აკვირდებოდნენ რა ხდებოდა პორტალს მიღმა მაგრამ გამოსახულებები იყო ისეთი ბუნდოვანი და არამკვეთრი რომ მეცნიერებს არ აძლევდნენ არანაირ ხელჩასაჭიდ ინფორმაციას. მაშინ ბოუშმა გადაწყვიტა შეეთავაზებინა თავის ჯგუფისთვის ექსპედიცია სხვა განზომილებაში.

რა მოხდა პორტალის მეორე მხარეს?

მეცნიერების ცნობისმოყვარეობამ დიდი აღმოჩენის წინაშე დააბრმავა მათი გონება და არ მისცა არსებული მდგომარეობის რაციონალური შეფასების საშუალება. ამიტომ შეუსაბამო აღჭურვილობით შევიდნენ პორტალის სიღრმეში.

აქამდე უცნობია რა დაინახეს პორტალის მეორე მხარეს. თვითონ ბოუში ამ თემაზე ლაპარაკს ერიდებოდა. მაგრამ ცნობილია რომ ის დღეები როცა, მთელი ჯგუფი დაკარგულად ითვლებოდა იისფერი პლატო დაიფარა შავი სქელი ნისლით, რომლის იქითაც არაფერი ჩანდა და ისმოდა მხოლოდ საშინელი არაადამიანური ხმები. მაგრამ მთავარი გამომგონებელი გამოიქცა სიბნელის ტყვეობიდან თავისი გამოგონებების გამოყენების წყალობით. როდესაც ბოუში გამოვიდა პორტალიდან ის საბოლოოდ ჩაიკეტა და შავი ნისლი პლატოზე კი - გაიფანტა. ბოუში აღმოჩნდა შემოსილი ეგზოჩონჩხით, რომელიც იყო რთული ინჟინრული კონსტრუქციის, და რომელიც ყველაფრის და მიუხედავად დაეხმარა პარალელური სამყაროდან გამოქცევაში, თუმცა ის მარტო იყო. თანასოფლელებმა რომ გაიგეს ეს ამბავი იგი განდევნეს სოფლიდან რადგან მაგიის გამოყენება იყო უმკაცრესად აკრძალული. დაღუპული გამომგონებლების მშობლებისათვის ეს ამბავი იმდენად დამამწუხრებელი დარტყმა იყო რომ უხუცესს ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი ბოუშის განდევნაში. მაგრამ ბოუშმა ტინკერად წოდებულმა მოასწრო წამოეღო თან რაღაც პარალელური სამყაროდან. მან იქ აღმოაჩინა კრისტალი ისეთი ნივთიერებისა რომელიც ამ სამყაროში არ მოიპოვებოდა და არასოდეს ენახა, ეს მონაპოვარი უცნობი იყო თანამედროვე მეცნიერებისთვისაც. მისი წყალობით მან გამოიგონა პირველი და ერთადერთი დანადგარი. ღომელიც მუშაობდა ახალი ფიზიკის კანონებით, მასში იყო კონცენტრირებული კოლოსალური ენერგია მიმართული ერთ სხივში. მან მას ლაზერი დაარქვა და ჩაამაგრა თავის ახალ კოსტუმში ეგზოჩონჩხში. მაგრამ ამ სამყაროში პორტალიდან მხოლოდ იდუმალი კრისტალი არ წამოუღია. მას სულში ჰქონდა საშინელი სევდა, სტანჯავდა პასუხისმგებლობის გრძნობა თავისი ხალხის დაღუპვის გამო, ამიტომ ხალხის მიერ განდევნის პერიოდში გადაწყვეტილება მიიღო ებრძოლა ბოროტების წინააღმდეგ ამ სამყაროში განსაკუთრებიტ კი მათ წინააღმდეგ ვინც შავ მაგიას იყენებდა, იმ იმედით რომ ოდესმე მიიღებდა შეწყალებას საკუთარი ხალხისაგან, რომლებმაც სამუდამოდ გამოუკეტეს მშობლიური მიწის კარი.

1
8
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
8
  
2021, 16 მაისი, 1:35
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1