საზოგადოება სკოლის უბრალო მასწავლებლობიდან მილიარდერობამდე- ჯეკ მას 12 მარტივი და სამოტივაციო ციტატა 2021, 12 მაისი, 13:44 ამ ადამიანს ჯეკ მა ჰქვია. სახელი თუ არა, მისი კომპანიის Alibaba-ს შესახებ მაინც გეცოდინებათ რამე. ჩინელი მამაკაცი ერთ დროს ინგლისური ენის უბრალო მასწავლებელი იყო სკოლაში დღეს კი ჩინეთში რიგით მეორე უმდიდრესი ადამიანია. ასევე, ის იყო პირველი ჩინელი ბიზნესმენი, რომელიც Forbes-ის გარეკანზე მოხვდა. “მინდა თანამშრომლებმა ჩემზე იფიქრონ როგორც ნიჭიერ პედაგოგზე, და არა როგორც იღბლიან მენეჯერზე".
“ ისწავლე კონკურენტისგან მაგრამ არ დააკოპირო. დააკოპირებ და დაიღუპები" “არასოდეს აწარმოო ბიზნესი სახელმწიფოსთან. იყავი შეყვარებული, მაგრამ არასოდეს იქორწინო მასზე". “ჭკვიან ადამიანებს სულელი სჭირდებათ, რათა მართოს ისინი. თუკი ჯგუფში სწავლულები არიან, გამარჯვებისკენ მათ გლეხი უნდა გაუძღვეს. იმიტომ, რომ ის სხვაგვარად აზროვნებს. მარტივია გაიმარჯვო, როდესაც თამაშს სხვადასხვაკუთხეებით უყურებ". “როდესაც ფული გვიჩნდება, ვიწყებთ შეცდომების დაშვებას". “ვცდილობ, რომ ბედნიერი ვიყო. თუკი უბედური ვარ, უბედურები იქნებიან ჩემი თანამშრომლები, ჩემი აქციონერები და კლიენტები". “წყნარი საუბარი ყოველთვის ყველაზე რთულია". “თქვენს გვერდით სწორი ადამიანები უნდა იყვნენ და არა საუკეთესო ადამიანები". “ფული ყოველთვის გვყოფნის, მაგრამ არ გვყოფნის ის ადამიანები, რომლებსაც ოცნება აქვთ და მის გამო თავსაც გასწირავდნენ". “არასოდეს შეეჯიბროთ ფასებთი, ეეჯიბრეთ მომსახურებასა და ინოვაციებში". “თუკი მიწაზე 9 კურდღელია და თქვენ 1 უნდა დაიჭიროთ, ფოკუსირება მხოლოდ ერთზე მოახდინეთ. თუ საჭირო იქნება შეცვალეთ ტაქტიკა, მაგრამ ის კურდღელი არ შეცვალოთ. ჯერ ის ერთი დაიჭირეთ, შემდეგ კი დანარჩენებს მიხედავთ". “დაეხმარეთ პატარებს, რადგანაც ისინი ერთ დღეს გაიზრდებიან". 173 3-ს მოსწონს
|