სხვა მედდა 8 ჩვილის მკვლელობაშია ბრალდებული 2021, 12 მაისი, 8:11 ![]() ლუსი ლეტბი (Lucy Letby)) ბრალდებულია ჩესტერის საავადმყოფოს ახალშობილთა განყოფილებაში ერთი წლის განმავლობაში ხუთი ბიჭისა და სამი გოგონას მკვლელობაში. მედდა 2019 წელს დააკავეს და მას შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. გამოძიება ლეტბის ასევე ადანაშაულებს კიდევ ცხრა ჩვილის მკვლელობის მცდელობაში. ![]() ქალი სასამართლო სხდომას პიტერბოროს ციხიდან ვიდეოჩართვით დაუკავშირდა. ლეტბის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ 2022 წლის 11 იანვარს გაიმართება. დამატებითი განხილვა 17 მაისს მოეწყობა. ექთნის საქმეზე გამოძიება 2017 წელს ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდის შესახებ საავადმყოფოდან შემოსული საჩივრის შემდეგ დაიწყო. 2015 წლის მარტიდან 2016 წლის ივლისამდე Countess of Chester Hospital-ში ბავშვთა სიკვდილიანობა 10 პროცენტით გაიზარდა. ექიმებმა შენიშნეს, რომ დღენაკლული ჩვილები უფრო ხშირად იღუპებოდნენ გულისა და ფილტვების უკმარისობის გამო და მათი რეანიმაცია შეუძლებელი იყო.ასევე ჩვილებს გარდაცვალების შემდეგ ხელებზე და ფეხებზე უცნაური ლაქები ემჩნეოდათ. ![]() ![]() 220 3-ს მოსწონს
|