შოუბიზნესი გარდაიცვალა მოდელი,მსახიობი და დევიდ კოვერდეილის ყოფილი მეუღლე ჯული ტონი კიტაენი 2021, 10 მაისი, 17:32 59 წლის ასაკში გარდაიცვალა მოდელი, მსახიობი და ექს-Deep purple-ს და Whitesnake-ის სოლისტის, დევიდ კოვერდეილის ყოფილი ცოლი ჯული ტონი კიტაენი.მსახიობის გარდაცვალების მიზეზი არ ხმაურდება.
მისი ყოფილი მეუღლესთვის, კიტაენის გარდაცვალება "მოულოდნელი" და "სამწუხარო" აღმოჩნდა. შემდგომ კოვერდეილმა გააზიარა მუსიკალური კლიპები კიტაენთან ერთად გადაღებული.მოდელი Whitesnake-ს 4 კლიპში თამაშობდა:ესენია "Here I Go Again", «Is This Love», «Still of the Night» (1987)და «The Deeper the Love»(1989). განსაკუთრებით ეფექტური იყო მისი ავტომობილზე ცეკვა კლიპში "Here I Go Again», რომელიც MTV -ზე გაშვების შემდეგ 80-იანი წლების საკულტო კლიპად იქცა. დევიდ კოვერდეილი და ტონი კიტაენი 1989 წელს დაქორწინდნენ, თუმცა ორი წლის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ.მომღერლისთის ეს მეორე ქორწინება იყო, ხოლო კიტაენისთვის პირველი. როგორც მსახიობის, ჯული ტონი კიტაენის კარიერა დაიწყო მეორეხარისხოვანი როლით სატელევიზიო ფილმში "მალიბუ"(1983), შემდეგ ითამაშა მთავარი როლი ფილმში "გვენდოლინი"(1984), ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე როლი შეასრულა ფილმებში, 80-იანი წლების ბოლოდან კი თამაშობდა ცნობილ ამერიკულ სერიალში "სანტა -ბარბარა" და "ჰერაკლეს გასაოცარი ხეტიალი". 2006 წელს მსახიობი დააკავეს ნარკოტიკების მოხმარებისთვის, ამავე წელს მან სარეაბილიტაციო კურსი გაიარა.2009 წელს მეორედ დააკავეს ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო. 315 6-ს მოსწონს
|