x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
აი, როგორი სამოსი უნდა ატარონ ქალებმა ჩრდილოეთ კორეაში
image


ჩრდილოეთ კორეა - მსოფლიოს ერთ - ერთი ყველაზე ჩაკეტილი და მეტისმეტად მკაცრი სახელმწიფო გახლავთ. სხვა ქვეყნებთან ან თუნდაც მეზობელ სამხრეთ კორეასთან შედარებით, იქ თავისუფლების ხარისხი საგრძნობლად დაბალია, მეტიც, მთავრობა ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებას ზედმიწევნით აკონტროლებს და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, საკუთარი მოსახლეობის ჩაცმულობაშიც კი ერევა. იცოდით, რომ ჩრდილოეთ კორეაში ერთგვარი რეგლამენტიც კი მოქმედებს, რომელსაც ყველა ქალი და გოგონა უხმოდ ემორჩილება? არანაირი მოკლე ქვედაბოლოები, "გულახდილი" და თამამი სამოსი, ღია მხრებითა თუ ღრმა დეკოლტით, იქ ეს ყოველივე მკაცრად იკრძალება. დღევანდელ სტატიაში მსურს წარმოგიდგინოთ ჩრდილოეთ კორეის კატალოგების რამდენიმე საინტერესო ფოტო, რომელიც თვალნათლივ გაჩვენებთ თუ რას ატარებენ მოდას აყოლილი კორეელი ქალბატონები მსოფლიოს ამ ყველაზე დახურულ და იდუმალებით მოცულ ქვეყანაში, თან ისიც გაითვალისწინეთ, რომ ქვემოთ წარმოდგენილი სამოსის შეძენის ფინანსური შესაძლებლობა ყველა ქალს არ აქვს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




















0
212
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
212