სხვა ოვერთაუნის „ოთხფეხების მკვლელი" ხიდი შოტლანდიაში 2021, 10 მაისი, 14:39 შოტლანდიის ძველ მამულში ოვერთაუნში, რომელიც მდებარეობს ქალაქ გლაზგოდან ჩრდილო – დასავლეთით რამდენიმე კილომეტრში, მდებარეობს პატარა მდინარეზე ქვის თაღოვანი ხიდი, რომელიც აშენდა XIX საუკუნის ბოლოს. მომდევნო საუკუნის შუა ხანებამდე ხიდი იყო ჩვეულებრივი და ამაში არაფერი უცნაური არ იყო. მაგრამ, XX საუკუნის 50-იან წლებში აქ დაიწყო სრულიად გაურკვეველი მოვლენები - ძაღლებმა რეგულარულად დაიწყეს მისი ერთი კიდიდან გადახტომა, რომელთა უმეტესობა დაიღუპა, რადგან ხიდის სიმაღლე 15 მეტრია. გასაკვირია, რომ გადარჩენილი რამდენიმე ძაღლი, მიუხედავად ტკივილისა და ჭრილობისა, კვლავ იმ კიდეზე დაბრუნდა და გაიმეორა თვითმკვლელობის მცდელობა, თითქოს ისინი რაღაც უცნობმა ძალამ აიძულა ... თვეში ერთხელ, სხვადასხვა ძაღლებმა გაიმეორეს თავიანთი უბედური წინამორბედების ბედი. რასაკვირველია, მისტიკური ლეგენდის გამოჩენამ არ დააყოვნა. ასობით ძაღლის სიკვდილის შემდეგ, ხიდს ეწოდა "ოთხფეხთა მკვლელი". ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა თქვეს, რომ ორი მოჩვენება ძაღლებს სიკვდილისკენ უბიძგებს - ბავშვის სული, რომელიც ამ ხიდიდან საკუთარმა მამამ გადააგდო და თვითონვეც უკან მიჰყვა. ამასთან, მეცნიერებმა წამოაყენეს საკუთარი ვერსია უცნაური ფენომენის წარმოშობის შესახებ. ფაქტია, რომ ხიდის ქვეშ მღრღნელები ცხოვრობენ და ძაღლები, მათი სუნით, მხოლოდ ნადირობის ინსტიქტს მისდევენ. ეს პოზიცია აბსურდია, რადგან ოთხფეხა მეგობრებს აქვთ შესანიშნავი ინტელექტი და ამ სიგიჟეს არ გააკეთებენ. ზემოხსენებული თეორია ასევე ვერ ხსნის განმეორებით ნახტომებს, რაც ეწინააღმდეგება თვითგადარჩენის ინსტიქტს. ამიტომ, მათ, ვისაც სჯერა ანომალიური მოვლენების, ვარაუდობენ, რომ ხიდი შეიძლება ერთგვარი გადასვლა იყოს სხვა სამყაროში. სხვები ამბობენ, რომ ხიდის ქვეშ მდებარე პატარა მდინარეს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და მასში წყალი ძაღლის სისხლით "იკვებება".
ასევე დაგაინტერესებთ სტატიები
1 - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ, მანამ სანამ მანქანაში კონდინციონერს ჩართავთ! 124 6-ს მოსწონს
|