სხვა რუმინეთში დრაკულას ციხე-სიმაგრეში ვაქცინაცია ტარდება 2021, 10 მაისი, 13:13 ![]() ექიმები და მედდები ბრანის მე-14 საუკუნის სასახლეში უფასოდ აცრიან მსურველებს "ფაიზერის" ვაქცინით, რომელიც ლეგენდის თანახმად თავად გრაფი დრაკულას რეზიდენცია იყო.აცრის შემდეგ მოქალაქეები სპეციალურ დიპლომს მიიღებენ, თუმცა ციხესიმაგრის უფასოდ დათვალიერების უფლება არა აქვთ. ![]() ![]() მთელი მაისის განმავლობაში ყველას შეუძლია ყოველ შაბათ-კვირას წინასწარი ჩაწრის გარეშე მოვიდეს აქ . მათ ასევე აქვთ შესაძლებლობა უფასოდ დაათვალიერონ გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ციხის 52 ცალი შუასაუკუნეების წამების ინსტრუმენტი. ![]() ![]() ლეგენდის თანახმად სასახლე გრაფი დრაკულას რეზიდენცია იყო, რომელიც ისტორიული ფიგურაა, თუმცა, რეალურად, სასახლე არასდროს არ ყოფილა გრაფის კუთვნილებაში. ზოგიერთი ისტორიული წყაროს თანახმად გრაფ დრაკულას სასახლის მიმდებარე ტერიტორიებზე უყვარდა ნადირობა და მის სარდაფებში მტრების წამება, ხოლო სხვა წყაროები ირწმუნებიან, რომ გრაფი მხოლოდ ერთხელ დარჩა სასახლეში. არქიტექტურულ-ისტორიული ძეგლი გრაფთან ასოცირება დაიწყო მას შემდეგ, რაც აბრაამ ბრემ სტოკერმა, ირლანდიელმა მწერალმა, გამოუშვა რომანი სახელწოდებით „დრაკულა“. ისტორიკოსები ეძებდნენ დრაკულას პროტოტიპს ტრანსილვანიის ისტორიაში. 47 4-ს მოსწონს
|