სხვა
ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცხოველების შესახებ, რომლებიც მათზე თქვენს წარმოდგენას შეცვლის
2021, 9 მაისი, 14:43
ჩვენი დედა - ბუნება - უზარმაზარი სამყაროა, საიდუმლოებებითა და გამოცანებით აღსავსე, რომელთა ამოხსნასა და დამახსოვრებას ყველა ჩვენგანი თავისებურად ცდილობს. ცხოველთა სამყაროს საიდუმლოებების ერთგულ დამცველებად კი, სწორედ ზოოპარკის მეთვალყურეები გვევლინებიან. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა მთელი მსოფლიოსთვის გაეზიარებინა უჩვეულო და ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცხოველების შესახებ, რითიც არაერთი ადამიანის გაოცება გამოიწვია და დედა - ბუნებაზე მათი წარმოდგენა რადიკალურად შეცვალა.
ჩრდილოეთის ირემი
რქები ეზრდებათ არა მხოლოდ მამრ, არამედ მდედრ ირმებსაც!
სლიპოები
სპილოებმა სარკის ტესტი წარმატებით გაიარეს, რითიც დაამტკიცეს, რომ მათ საკუთარი თავის ამოცნობა ადვილად შეუძლიათ.
ფლამინგო
ბევრმა არ იცის, რომ ის, რაც ფლამინგოს ფეხის შუაშია მოქცეული, მუხლი - არ არის, ეს კოჭია და მას მუხლები უფრო მაღლა აქვს.
თეთრი დათვები
პოლარული დათვის ბეწვი სინამდვილეში თეთრი არ არის, ის გამჭვირვალეა. კანი კი, მათ შავი აქვთ.
კენგურუ
კენგურუებს უკანა ფეხების ცალ - ცალკე კონტროლი არ შეუძლიათ - მხოლოდ სინქრონულად.
ბონობო
ისინი თითქმის ადამიანებივით არიან! მათ აქვთ მატრიარქატი, მინიმალური აგრესია და ყველა პრობლემას ინტიმური გზით აგვარებენ!
გორილები
გორილებს შეყვარება შეუძლიათ
![ნაკლებად ცნობილი ფაქტები ცხოველების
შესახებ, რომლებიც მათზე თქვენს
წარმოდგენას შეცვლის image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/202105/2021050914024886669.jpg)
ხმელეთის კუები
კუები სექსის დროს ძალიან ხმამაღალ ბგერებს გამოსცემენ