რელიგია ჟურნალისტები დადიან, რომ ხასიათი გაუფუჭონ ვიღაცას. ვინ დაგპატიჟათ? ვინ მოგიწვიათ? 2021, 8 მაისი, 23:07 მორიგი თავდასხმა მთავარი არხის ჟურნალისტზე, ირაკლი ვაჩიბერიძეზე, რომელსაც თავს მაღალი სასულიერო პირი დაესხა. მეუფე ანტონი, ვანისა და ბაღდათის ეპარქიას ხელმძღვანელობს, როგორც ჟურნალისტი ყვება, ჯერ შეურაცხყოფა მიაყენეს, მერე მეუფე კისერში წვდა. გარეჯის ამბების მერე, ეს მეორე ფაქტია, როცა ჟურნალისტზე ასე პირდაპირ თავდასხმა განხორციელდა, ეკლესიის მაღალი წარმომადგენლების მხრიდან, რომელსაც არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ძალოვანი უწყებების მხრიდან. დავუბრუნდეთ, ისევ ვანისა და ბაღდათის მეუფეს, ანტონს. ასე დახვდა ის, მასთან მისულ ჟურნალისტს, რა არის თქვენი მოსვლის მიზეზი, ჩემი დაბადების დღის მოსალოცად ხომ არ მოსულხართ? "მოხვედით ვიღაცას გაუფუჭოთ ხასიათი. ჟურნალისტები დადიან, რომ ხასიათი გაუფუჭონ ვიღაცას. ვინ დაგპატიჟათ? ვინ მოგიწვიათ? მოსული ხართ, რომ მოძებნოთ რაღაცა, გააშუქოთ, გადადოთ ხალხს ნეგატივი. ფონს გააკეთებთ ახლა, რომ შეკრებილები არიან, პანდემიაა", - ამბობს მეუფე ანტონი. 153 შეფასება არ არის
|