რელიგია წმინდა ნინოს ჯვართან ასეთი ისტორიაა დაკავშირებული... 2021, 10 ივლისი, 1:48 "1802 წლის 9 აპრილს, თბილისში ზარ-ზეიმით შემოასვენეს ნინოს ჯვარი. მეთვრამეტე საუკუნეში საქართველოდან გატანილი ივერიის ეკლესიის უმთავრესი რელიკვია იმპერატორმა ალექსანდრემ საქართველოს დაუბრუნა. ერთი შეხედვით, რელიგიური ასპექტით, ქართველებისთვის ეს მართლაც დიდი მოვლენა იყო. საზეიმო ცერემონიალში, ანტონ კათოლიკოსის თაოსნობით, აქტიურად მონაწილეობდა ქართული სამღვდელოება. მაგრამ ნინოს ჯვარს რუსი მოხელეების მთელი არმია შემოჰყვა, რომლის ერთადერთ მისიას ანექსირებულ ქვეყანაში იმპერიული წესრიგის დამყარება და რუსიფიკაცია წარმოადგენდა. რამდენიმე დღის შემდეგ, 1802 წლის 12 აპრილს, იმპერატორის მითითებით, თავადაზნაურობას სიონის საკათედრო ტაძარში მოუყარეს თავი. ანტონ მეორემ შეკრებილებს იმპერატორის ერთგულება დააფიცებინა. ამ საბედისწერო აქტის შედეგად, ჯერ სამეფო, ხოლო ათიოდე წლის შემდეგ, ივერიის 1500-წლიანი ეკლესიაც თვალსა და ხელს შუა გაუჩინარდა. მათ ადგილას თბილისის გუბერნია და სინოდალური კანტორა გაიხსნა"-წერს ბექა მინდიაშვილი სოციალურ ქსელში 92 1-ს მოსწონს
|