პარამეცნიერებები ნათელმხილველი თუ შიზოფრენიით დაავადებული? რით განსხვავდება ნათელხილვა შიზოფრენიისაგან 2021, 8 მაისი, 22:05 ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში გამოჩნდა ნათელმხილველების, გრძნეულების, ჯადოქრების და შმლოცველების უზარმაზარი რაოდენობა. ფსიქიატრიული საავადმყოფოები გადატვირთულია ასეთი პაციენტებით. დროა დიფერენციალური დიაგნოზის გაკეთება ისწავლოთ ნათელხილვას და შიზოფრენიას შორის. ფაქტია, რომ ადრე ფსიქიატრებთან მკურნალობდნენ ვიზუალური ან სმენითი ჰალუცინაციის მქონე ადამიანები. დღეს ამ ჰალუცინაციებს ნათელხილვას აწერენ, სანამ ასეთი ნათემხილველი ფსიქიატრიულის პაციენტი გახდება, რადგან ჰალუცინაციებთან ერთად შემოდის შიზოფრენიის სხვა სიმპტომებიც. ზოგადად, შიზოფრენია გენეტიკურად დეტერმინებული დაავადებაა, მისი დიაგნოზი ადვილდება, როცა წინაპართაგან ვინმე უკვე ფსიქიატრიულის პაციენტია. სამე იმასია, რომ ნათელმხილველისა და შიზოფრენიიტ დაავადებულის ჰალუცინაციების მექანიზმი ერთი და იგივეა. სხვა სამყაროების სუბიექტები: ეშმაკები სიბნელის ეგრეგორიდან, პარალელური სამყაროს წარმომადგენლები, უცხოპლანეტური ცივილიზაციების წარმომადგენლები ან უცხოპლანეტელები ქმნიან ნათელ სურათებს "ნათელმხილველების" გონებაში. არსებობენ ასევე ესქტრასენსებიც, რომელტაც აჩვენებენ ავადმყოფ ორგანოებს და ისინი სწორად სვამენ დიაგნოზს. ზებურებრივი უკარნახებს სიტყვებს და ისინი მხოლოდ მას აჟღერებენ. როგორ ხდება ბიოენერგეტიკული თერაპია, თავად მკურნალებს ბოლომდე არ ესმით, რადგან თვლიან, რომ ისინი თავიანთ ენერგიას იყენებენ. ზოგი წრეებს ხატავს ფურცელზე და ამთავრებს ნახატს ცენტრში. ეს ტექნიკა აიხსნება იმით, რომ თითქოს ამ გზით ისინი კლიენტს აცილებენ დაავადების პათოლოგიურ ენერგიას, კონცენტრირებას ახდენენ ერთ წერტილში. მაგრამ სად მიდის ამ ერთი წერტილიდან ეს ენერგია? არც ამ კითხვაზე აქვთ ექსტრასენსებს პასუხი. მაინც რით განსხვავდება შიზოფრენია "ნათელხილვისგან"? დავუშვათ, ნათელმხილველს ჰკითხეს სახელი და მან უპასუხა: "იმიტომ, რომ ქვაბი ადუღებულია". ეს არის ის, რომ ის მუდმივად ურთიერთობს სხვა სამყაროსთან და კითხვასაც კი არ ისმენს, ადეკვატურად ვერ პასუხობს იმას, რაც მას გარშემო ხდება მატერიალურ სამყაროში. ნამდვილ წინასწარმეტყველს შეუძლია გახსნას და დახუროს ინფორმაციის არხები სურვილისამებრ. შიზოფრენიით დაავადებულებს ეს არ შეუძლიათ. სხვა სამყაროს წარმომადგენლებთან ნებისმიერი კომუნიკაცია ძალიან საშიშია, რადგან ენერგეტიკის და ინფორმაციის გახსნა-დახურვა ზოგჯერ ძალიან რთულდება. ასეთ დროს ნამდვილი წინასწარმეტყველიც კი შეიძლება ფსიქიქტრიულის პაციენტად იქცეს. ეგზორციზმის სეანსები შეპყრობილთაგან დემონების განდევნის მიზნით დღემდე ტარდება სხვადასხვა რელიგიებში. 55 6-ს მოსწონს |