სხვა გმირი დედა, რომელმაც ინკლუზიური თოჯინების დამზადება დაიწყო 2021, 7 მაისი, 20:50
ბუნებრივია, რომ ყველას სურს ისეთ სათამაშოებთან თამაში, რომლებიც საკუთარ თავს ახსენებს. სამწუხაროდ, ბევრი მსგავსი თოჯინა არ არის ხელმისაწვდომი იმ განსხვავებული ბავშვებისთვის, რომლებსაც სხვადასხვა სამედიცინო მიზეზების გამო სპეციფიური სახე აქვთ, .
39 წლის ბრიტანელმა ორი შვილის დედამ, კლერ ტაუელმა გადაწყვიტა ამ საკითხის თავად მოგვარება და შექმნა არაკომერციული ორგანიზაცია სახელწოდებით Bright Ears UK, იგი ამზადებს ინკლუზიურ ბავშვებზე მორგებულ სათამაშოებს.
კლერის ყველაზე დიდი ინსპირაცია ამ საქმიანობის დასაწყებად საკუთარი 4 წლის ქალიშვილი მატილდა იყო, რომელიც ყრუა.
”მე ნამდვილად იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ვერ ვნახე თოჯინა ან რაიმე სათამაშო სმენის აპარატებით. ვიგრძენი, რომ საზოგადოებამ იგი მნიშვნელოვნად არ ჩათვალა და ამიტომ საერთოდ არ შექმნა.“ განაცხადა კლერმა იგი სამედიცინო რადიაციული ტექნოლოგია და თავისუფალ დროს მუშაობს ინკლუზიური თოჯინების შექმნაზე. მისი მიზანია ყველა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვმა ითამაშოს სათამაშოებით, რომლებიც მათ ჰგავთ... ქალს სურს, რომ ბავშვები არ დაკომპლექსდნენ და არ შერცხვეთ საკუთარი ვიზუალის. 31 1-ს მოსწონს
|