სხვა 12 ადამიანი, რომელიც სელფის გადაღების დროს დაიღუპა 2021, 7 მაისი, 18:36
იცოდით, რომ სელფის გადაღების მუდმივი სურვილი ფსიქიკურ აშლილობას ან სრულფასოვან დაავადებას რომ უთანაბრდება, რომელიც სერიოზულ მკურნალობას საჭიროებს? და ეგ არაფერი თუ სელფომანობა მხოლოდ ფსიქიკისთვის წარმოადგენს საზიანოს, ვინაიდან რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ასეთი დამანგრეველი ვნება ადამიანს ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც კი უჯდება.
ეს ბიჭი არ ითვლება, რადგან მას სასწაულებრივად გაუმართლა, რომ არ დაშავდა, როდესაც ის ნამდვილი ტორნადოს ფონზე სელფს იღებდა. მიუხედავად ამისა, ასეთი სისულელე შესანიშნავად ასახავს ამ პოსტის არსს.
სასიკვდილოდ დამტვრევა
23 წლის წარმოშობით პოლონელი სამედიცინოს სტუდენტი სილვია რეიჩელი, ხიდზე სელფის გადაღებისას ოთხი მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და გარდაიცვალა. გოგონა ესპანეთში, პუენტე დე ტრიანას ხიდზე სეირნობისას ფოტოს გადასაღებად შეჩერდა, როდესაც წონასწორობა დაკარგა და სიმაღლიდან გადავარდა.
დაცემა და დენის დარტყმა
ქსენია იგნატიევა მხოლოდ 17 წლის იყო, როდესაც მისი ცხოვრება ტრაგიკულად შეწყდა. ის პეტერბურგში სარკინიგზო ხიდზე ასვლით სელფის გადაღებას ცდილობდა, რის შედეგადაც ათი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. ვარდნისას, გოგონა ელექტრო კაბელზე მოჭიდებას შეეცადა, როდესაც მას დენმა დაარტყა. ქსენია ადგილზე დაიღუპა.
პოლონელი ტურისტების კლდიდან გადავარდნა
პოლონელი ოჯახი, შვებულების გასატარებლად პორტუგალიაში გაემგზავრა. წყვილმა უსაფრთხოების გალავანზე გადასვლა გადაწყვიტა, რათა კლდესთან შთმბეჭდავი სელფი გადაეღო, მაგრამ ბოლო მომენტში თავი ვეღარ შეიკავა და კლდიდან გადავარდა. ამ ამბავში ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ტრაგედია მათი შვილების - 5 და 6 წლის ბავშვების თვალწინ მოხდა.
18 მეტრის სიმაღლიდან ვარდნა
16 წლის იტალიელი გოგონა იზაბელა ფრაკიოლა ტარანტოს სადამკვირვებლო გემბანის მოაჯირიდან ჩამოვარდნისას მძიმედ დაშავდა. ის სკოლის ექსკურსიაზე იმყოფებოდა, სადაც შესანიშნავი ხედის ფონზე სელფის გადაღებას ცდილობდა, როდესაც 18 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მოზარდი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთდა, თუმცა დაზიანებები იმდენად სერიოზული იყო რომ გოგონას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
სელფი იარაღით
მექსიკელმა ოსკარ ოტერო აგილარმა იარაღით სელფის გადაღება ისე გადაწყვიტა, რომ არც კი იცოდა რომ ის გადატენილი იყო. მან იარაღი საფეთქელთან მიიდო და სელფის გადაღება სცადა, როდესაც სრულიად მოულოდნელად იარაღმა გაისროლა. ადგილზე მისულ პოლიციას, ოსკარი ჯერ კიდევ ცოცხალი დახვდა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
სელფი ფეისბუქისთვის
კორტნი სენფორდი ავტომობილის მართვის პარალელურად "Facebook"– ზე ფოტოების ატვირთვით იყო დაკავებული. მან სტატუსის განახლება მოახერხა და შემდეგი ფრაზაც დაწერა: "The Happy Song-ი მაბედნიერებს". წამის შემდეგ კორტნიმ მართვის კონტროლი დაკარგა, სატვირთო მანქანას დაეჯახა რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა.
სიკვდილი მდინარეში
13 წლის კარენ ერნანდესი დურანგოში, მდინარე ელ ტუნალში ჩავარდნის შედეგად გარდაიცვალა. გოგონა სელფის გადაღებას ცდილობდა, როდესაც მოულოდნელად დაეცა, მდინარეში ჩავარდა და დაიხრჩო.
სიკვდილი რელსებზე
15 წლის ედვინი ინდოეთის ქალაქ ტრისურთან ჩქაროსნული მატარებლის ბორბლების ქვეშ ჩავარდა და გარდაიცვალა. ბიჭმა ფოტოს გადაღება მოახლოებული მატარებლის ფონზე სცადა, თუმცა შემთხვევით ფეხი რელსზე დაუცდა, დაეცა და ადგომა ვეღარ შეძლო.
სახუმარო ვიდეო
32 წლის მამაკაცმა, სახელად აბხილაშმა საკუთარ სიკვდილს თვალებში სწორედ მაშინ ჩახედა როდესაც ის სახალისო ვიდეოს გადაღებისას თავის ჩამოხჩობის იმიტაციას ცდილობდა. მამაკაცი ვიდეოს განთავსებას საკუთარ ფეისბუქგვერდზე აპირებდა, თუმცა მისთვის სამწუხაროდ ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდა, ხუმრობა ხუმრობაში მან თავი რეალურად ჩამოიხრჩო. მართალია ამ შემთხვევაში საქმე არა სელფისთან, არამედ ვიდეოსთან გვაქვს, თუმცა არსი მაინც ერთია.
უბედური შემთხვევა მოტოციკლით
პუერტორიკოელი რეპერი რამონ გონსალესი, იგივე Jadiel-ი, ნიუ იორკის შტატ როჩესტერში ჩავიდა, და მოტოციკლით გასეირნება გადაწყვიტა. მართვის დროს მან სელფი გადაიღო, რომელიც მის უკანასკნელ ფოტოდ იქცა, ვინაიდან მოგვიანებით მან მართვის კონტროლი დაკარგა და სასიკვდილოდ დაიმტვრა.
სიკვდილი აბაზანის იატაკზე
18 წლის კელენ გუტიერეზი 2014 წელს გარდაიცვალა, მაშინ როდესაც ის აბაზანის კარზე ჩამოკიდებული სელფის გადაღებას ცდილობა. გოგონა უჩვეულო ადგილებში სელფის გადაღების მოყვარული გახლდათ, სწორედ ამიტომ ის იმ საბედისწერო დღესაც საპირფარეშოს კარებზე აძვრა, თუმცა დაეცა და თავი უნიტაზს დაარტყა, რასაც მისი გარდაცვალებაც მოჰყვა.
პიტ ვენცია?
და ბოლოს, ცოტა იუმორი, 2014 წელს ინტერნეტსივრცეში ერთი, ფრიად საინტერესო ფოტომტკიცებულება გავრცელდა იმის შესახებ, თუ როგორ დაესხა თავს ზვიგენი ორეგონის შტატში მცხოვრებ 34 წლის სადაზღვევო აგენტ ჯეიმს კროულეტს წყალქვეშ სელფის გადაღებისას, თუმცა გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი არა კროულეტი, არამედ ამერიკული როკ - ჯგუფის "Fall Out Boy"– ის ბექ - გიტარისტი პიტ ვენცი გახლავთ, ზვიგენი კი, რაღა თქმა უნდა, ფოტოშოფის "ნაყოფია".
|