კინო კორონავირუსმა იმსხვერპლა ცნობილი რეჟისორი ბუბა ხოტივარი 2021, 7 მაისი, 15:47
ბუბა(რამაზ) ხოტივარი სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიისა და კინოსტუდია "ქართული ფილმის" კინორეჟისორად. 1986-1991წწ. ხელმძღვანელობდა "ქართული ფილმის" ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანება "ადამ და ევას". 1988-1992წწ. იყო საქართველო-ინგლისის ერთობლივი ფირმა "მთვარის გლობუსის" გამგეობის წევრი და დირექტორი, ხოლო 2004-2006წწ. კინოსტუდია "მემატიანეს" დირექტორი. როგორც დამდგმელ რეჟისორს, გადაღებული აქვს დოკუმენტური და მხატვრული ფილმები: "ისლამი საქართველოში", "ლეხაიმ!", "მარკოზის სახარება", "ლაზარეს თავგადასავალი"(ძმასთან ქართლოს ხოტივართან ერთად), "დიმიტრი II", "ჩირიკი და ჩიკოტელა".(მამასთან ლევან ხოტივართან ერთად, რომელიც არის რეჟისორი ისეთი ცნობილი ფილმებისა როგორიცაა: "განაჩენი" (1959), "უდიპლომო სასიძო" (1961), "ტარიელ გოლუა" (1968), "მხიარული რომანი" (1972), და სხვა.) ბუბა ხოტივარი იყო საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. კინორეჟისორი. 81 3-ს მოსწონს
|