x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტურისტული ქვეყნების 10 უცნაური კანონი, რომელსაც შეუძლია ნანატრი შვებულება გაგიფუჭოთ
image


ყოველთვის, როდესაც სხვა ქვეყანაში გამგზავრებას გადაწყვეტთ წინასწარ გაეცნით არა მხოლოდ მის კულტურულ, არამედ იურიდიულ განსხვავებებსაც. გახსოვდეთ, რომ კანონის დარღვევის შემთხვევაში თქვენ შეიძლება არა მხოლოდ დაგაჯარიმონ, არამედ დაგაპატიმრონ კიდეც. ასე რომ, მოგიწევთ უცხო ქვეყნის კანონებისთვის პატივის სცემა. ოდესმე იფიქრებდით, რომ შესაძლოა საღეჭი რეზინისთვის დაეპატიმრებინეთ? ან ვალენტინობის აღნიშვნისთვის? და საზოგადოებრივ ადგილებში საკვების მიღებისთვის? მოკლედ, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ყველა ეს ქმედება სხვადასხვა ქვეყანაში კანონით ისჯება. ისინი ერთი შეხედვით, თქვენ შეიძლება საკმაოდ უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ, თუმცა ამ ქვეყნების მკვიდრთათვის მათ კულტურული მნიშვნელობა გააჩნია. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა მოგზაურობას გადაწყვეტთ გაითვალისწინეთ ზოგიერთი ეს კანონი და შეეცადეთ რომ პატივი სცეთ მათ.





თუ სინგაპურში გამგზავრება გადაწყვიტეთ საღეჭი რეზინი სახლში დატოვეთ, ვინაიდან ქვეყანამ ქუჩებში სისუფთავის შენარჩუნების მიზნით მისი გაყიდვა მთლიანად აკრძალა.

image


მუსულმანურ ქვეყნებში თამამად ჩაცმული ქალებისთვის ჯარიმა შეიძლება მერყეობდეს უბრალო გაფრთხილებიდან პატიმრობამდე.


image


არც იფიქროთ ავტობანზე გაჩერება და იქ ფოტოების გადაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში სოლიდურ ჯარიმას აიკიდებთ.


image


თუ დანიაში მშობიარობთ, მთავრობამ ბავშვის სახელი უნდა დაგიდასტუროთ.


image


დაივიწყეთ სირბილი ბურუნდიში. ის აფრიკის ქვეყანაში მხოლოდ იმის შიშით აიკრძალა, რომ მოქალაქეები აჯანყებას მოაწყობდნენ.


image


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში წყვილებს ქორწინებამდე ერთად ცხოვრება ეკრძალებათ.


image


პაკისტანსა და საუდის არაბეთში ვალენტინობის დღის აღნიშვნა კანონით იკრძალება.


image


სიყვარულის საჯაროდ გამოხატვა იკრძალება ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა - კატარი, ინდონეზია და ტაილანდი.


image


თუ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში რამადანის დროს საზოგადოებრივ ადგილებში "გამოგიჭირეს", შეიძლება დაგაჯარიმონ ან დაგაპატიმრონ კიდეც, და ეს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუსლიმი არ ხართ.


image


ფილიპინებზე შეიძლება ბრალი წაგიყენონ დანაშაულისთვის, რომელსაც უცნაური სახელი აქვს - "უსამართლო წყენა". image







0
481
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
481