ქალი
5 უწყინარი ჩვევა, რომელიც თქვენს სილამაზეს ანადგურებს
2021, 5 მაისი, 17:01
თანამედროვე ქალის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა გარე, მავნე ფაქტორებისგან საკუთარი სილამაზის დაცვაა. ბევრ ქალს ვერც კი წარმოუდგენია, რომ ყველაზე ჩვეულებრივმა ჩვევამ შესაძლოა მისი კანი მნიშვნელოვნად დააზიანოს, რასაც ადრეული ნაოჭების გაჩენაც მოჰყვება. დღევანდელ სტატიაში მსურს მოგიყვებით იმ რამდენიმე მავნე ჩვევის შესახებ, რომელმაც შესაძლოა თქვენს სილამაზეს სერიოზული ზიანი მიაყენოს:
საკვები
ბევრი გოგონა განზრახ ან დროის უქონლობის გამო საერთოდ ვერ იკვებება. ზოგი ფიქრობს, რომ ამ გზით ის რამდენიმე კილოგრამის დაკლებას შეძლებს, თუმცა გახსოვდეთ, რომ ამით კანისთვის ზიანის მიყენების გარდა სხვას ვერაფერს მიაღწევთ. შეეცადეთ მიირთვათ მეტი ნუში და ფორთოხალი.
აუზი
წყალში არსებული ქლორი თქვენს კანს აშრობს, რის გამოც შესაძლოა მან ელასტიურობა დაკარგოს. აუზის შემდეგ უმჯობესი იქნება თუ ყოველთვის დამატენიანებლებს გამოიყენებთ.
წყალი
არ დაგავიწყდეთ რომ წყალი დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით უნდა სვათ, რადგან მისმა ნაკლებობამ შესაძლოა კანი გამოგიშროთ და ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნასაც შეუწყოს ხელი.
მაკიაჟი
არასოდეს დაივიწყოთ ძილის წინ მაკიაჟის მოშორება, ვინაიდან სწორედ ეს წარმოადგენს ერთ – ერთ ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ქალები ხშირად უშვებენ.
მიმიკა
ალბათ, თავადაც ვერ აკონტროლებთ თუ რამდენად ხშირად ჭუტავთ თვალებს ან ჭმუნავთ შუბლს, სწორედ ასეთმა "არასაჭირო" სახის გამომეტყველებამ შესაძლოა სახის ადრეული ნაოჭები გამოიწვიოს.