x
image
მაქს კავალერა
2020 წელს არ გამოვლენილა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეთა გამგზავრების არც ერთი ფაქტი

imageსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებით, მთავარი გამოწვევა ისევ ტერორიზმთან ბრძოლა რჩება, როგორც მან აღნიშნა სირიასა და ერაყში საქართველოს მოქალაქეების გამგზავრების ფაქტი 2020 წელს აღარ დაფიქსირებულა.

„2020 წელს უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვანი დაკავება, რომელიც ჩვენი სამსახურისა და პროკურატურის ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და უკრაინელი კოლეგების დახმარებით განხორციელდა. ეს იყო ჩვენი თანამოქალაქის, ცეზარ ტოხოსაშვილის საქართველოში ექსტრადირება, რომელიც დღეს ქართულ ციხეში იხდის 10-წლიან სასჯელს ტერორიზმთან დაკავშირებული მუხლების საფუძველზე“, – აღნიშნა ლილუაშვილმა სუს-ის 2020 წელს საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

0
118
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
118
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0