აჭარა პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ბათუმის ოფისის თანამშრომელი კორონავირუსმა იმსხვერპლა 2021, 2 მაისი, 19:03 ბათუმში კორონავირუსული ინფექციით პოლიტიკური გაერთიანება "ლელოს " ადგილობრივი ოფისმენეჯერი ირმა გოგიტიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "ლელოს" ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე" გავრცელდა. სამწუხარო ამბავი გვაქვს აჭარიდან. "ლელოს" ბათუმის ორგანიზაციის ოფის-მენეჯერი, ირმა გოგიტიძე კოვიდ 19-ით გარდაიცვალა. ირმა ერთ-ერთი პირველი ლელოელი, ჩვენი აქტიური წევრი და აჭარაში პირველი ოფიციალური თანამშრომელი იყო.ირმა გოგიტიძე ჩვენს გუნდს მაშინ შემოუერთდა, როდესაც ჯერ კიდევ არ ვიყავით პარტია, საზოგადოებრივ მოძრაობას ვქმნიდით და პირველ ნაბიჯებს ვდგამდით."ლელოს" სახელით გვსურს მივუსამძიმროთ მის ოჯახს და თანამებრძოლებს. ირმას გარდაცვალებამ ყველას გული გვატკინა", - ვკითხულობთ განცხადებაში. "რაც თავი მახსოვს ეს ჩემი ბრჭყვიალა ირმიკოც მახსოვს ჩემს გვერდითყველა ადამიანს ერთნაირად რომ აბედნიერებდა და ერთი ადამიანიც, რომ არ მეგულება ვისაც ის არ ყვარებოდამთელი ბათუმისთვის, რომ დიდი ტრაგედიაა ზუსტად ვიცი მიყვარხარ ძალიანIrma Gogitidze"-წერს სოციალურ ქსელში თეო ხაზარაძე 216 3-ს მოსწონს
|