x
image
მაქს კავალერა
ის ხომ დამარცხებაზე ხელს არასდროს აწერს!..
image
კინოდოკუმენტალისტი, ავტორი ფილმისა „მიშა",
თომა ჩაგელიშვილი იხსენებს:
„როდესაც მოქალაქეობა ჩამოართვეს, მეგონა, რომ ყველაფერი დასასრულისკენ მიდიოდა. პოლონეთში ჩავედი, რომ ინტერვიუ ჩამეწერა პოლიტიკოსთან, რომლის კარიერა, დიდი ალბათობით, დაღმასვლით მიდიოდა. თან ვფიქრობდი, მიშა ხომ გარეგნულად არაფერს იმჩნევს. როგორ შევძლებ მისი ეს მდგომარეობა გადმოვცე?.. ეჭვის თვალით ვუყურებდი სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების პერსპექტივას. პოლონეთში კი დამხვდა მოტივირებული კაცი, რომელიც დღეში რამდენიმე საათს ვარჯიშობდა და ბრძოლისთვის ემზადებოდა..
პოლონეთი-უკრაინის საზღვარი მიშასთან ერთად გადმოვკვეთე. სააკაშვილმა რამდენჯერმე შეცვალა პოლონეთიდან უკრაინაში შესვლის გეგმა და საბოლოოდ, ყველა არსებულ ვარიანტს შორის ყველაზე ეფექტური აირჩია.
იმ წუთას ის თავად მართავდა სიტუაციას... ჩვენ კი ყველანი მისი გეგმის ნაწილი ვიყავით. გაოგნებულები დავრბოდით აქეთ-იქეთ..
არ ვიცი, რამდენად სწორია ეს სიტყვა, მაგრამ მგონი იქ ყველა მისი მძევალი იყო..
მიშა საათში ერთხელ ცვლიდა გადაწყვეტილებას. ტელეფონით იგებდა საზღვრის მეორე მხარეს არსებულ ვითარებას, სულ რაღაცას სქროლავდა ფეისბუკზე, ან ისე თამაშობდა..
იმ მომენტში, როდესაც ხალხი უკრაინის საზღვრისკენ დაიძრა, მე იულია ტიმოშენკოს სახეს ვუყურებდი.. შეშინებული ჩანდა..
- მიშა ახლა რა იქნება? - უცბად ჰკითხა მან.
- ყველაფერი კარგად იქნება - უყვირის მიშა გაბრწყინებული სახით..
და ეს კადრი ერთ-ერთი საუკეთესო კადრია, რაც ფილმისთვის გადავიღე”..
...................
თომა ჩაგელიშვილი იხსენებს...
მე კი ზუსტად ვიცი!...
კიდევ ბევრჯერ ჰკითხავენ მას:
- მიშა ახლა რა იქნება?
ან სულაც:
- მიშა, ახლა რა ვქნათ??...
და მიშაც ბევრჯერ უპასუხებს...
ან გაბრწყინებული სახით დაიყვირებს:
-ყველაფერი კარგად იქნება
წინ კიდევ ბევრი კადრია გადასაღები...
ის ხომ დამარცხებაზე ხელს არასდროს აწერს!..
0
359
შეფასება არ არის
ავტორი:მაქს კავალერა
მაქს კავალერა
359
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0