x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512525
ბრინჯაოს ხანის კატაკლიზმები. რატომ გაქრა ტროა, მიკენე და სხვა ლეგენდარული ქალაქები

ვიდრე დედამიწის უდიდეს ნაწილში კულტურა ჩაისახებოდა, ასობით და შეიძლება ითქვას, ათასობით წლით ადრე, ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე უკვე არსებობდა ნავსადგურები, შენდებოდა მრავალსართულიანი სასახლეები და ვაჭრობა სხვადასხვა ენაზე იწარმოებოდა... ის რამაც ტროა გაანადგურა, ძველი სამყაროს განადგურების ზოგადი სურათის, მხოლოდ ნაწილი იყო, რომელიც წარმოუდგენელი აყვავების შემდეგ, ისეთივე წყვდიადმა მოიცვა, როგორიც შუა საუკუნეებში იყო.


image


სამი ათასზე მეტი წლის წინ, ეს რეგიონი განვითარებული, აყვავებული სახელმწიფოების სამყარო იყო: მინოსური ცივილიზაცია კრეტაზე, მიკენური სახელმწიფო პელოპონისზე, ხეთების სამეფო მცირე აზიაში, მესოპოტამია და, რა თქმა უნდა, ეგვიპტე, რომელიც ძველი სამყაროს ოქროს ხანის ნამდვილი განსახიერება იყო.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3500 წლის წინ, შენდებოდა სასახლეები, ქალაქებში არსებობდა წყალმომარაგების და კანალიზაციის ქსელი. მოსახლეობას განათლების მიღების საშუალება ჰქონდა, განვითარებული იყო ხელოვნება, კულტურა, მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. არსებობდა ხელოსნობის სხვადასხვა დარგი და ლითონწარმოება — სპილენძის და კალის შენადნობით ბრინჯაოს მიღება ხდებოდა.
ძველ სახელმწიფოებს შორის, საუკუნეების მანძილზე, მყარი სავაჭრო ურთიერთობები არსებობდა. ვაჭრებს, ერთი ადგილიდან მეორეში, გადაჰქონდათ ხორბალი და ზეითუნის ზეთი, ღვინო, მერქანი, სამკაულები... ეს იყო კულტურის აყვავების პერიოდი ყველა მიმართულებით. არქეოლოგებმა ბიბლიოთეკებიც კი აღმოაჩინეს და მათი უმრავლესობის ასაკი 3 ათას წელს აღემატებოდა.

ბრინჯაოს ხანა ისტორიული მოვლენით დასრულდა, რომელსაც ისტორიკოსები ბრინჯაოს ხანის კატასტროფას უწოდებენ. ძვ. წ. აღრ. 1200 – 1150 წწ. ქალაქი–სახელმწიფოების ეკონომიკა ჩამოიშალა და რეგიონი ქაოსში ჩაეფლო, შეწყდა საერთაშორისო ვაჭრობა, განადგურდა სავაჭრო გზები, დაიკარგა მეცნიერების და ტექნიკის მიღწევები. მკვეთრად შემცირდა მოსახლეობის ცხოვრების დონე და რაოდენობა — მოხდა მთელი რეგიონის დეპოპულაცია. ტერიტორიის უდიდეს ნაწილზე «ბნელი ხანა» დადგა, რომელმაც ქვეყნები, განვითარების დონით, უკან, — ენეოლითის ხანაში დააბრუნა.


imageკრიზისის შედეგად განადგურებული ბრინჯაოს ხანის კულტურული ცენტრები


საუკუნეების მანძილზე აყვავების შემდეგ, აღმ. ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციამ არსებობა შეწყვიტა...

ინფორმაცია, იმ პერიოდის შესახებ, მეტად მწირია. თუმცა, ის რაც არის, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, ბრინჯაოს ხანის ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების შესახებ, გარკვეულ წარმოდგენას იძლევა.


ძველი ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი. «ზღვის ხალხები»


ამ ულამაზესი სამყაროს განადგურების და საუკუნეების მანძილზე მივიწყების მიზეზებს მეცნიერები ჯერ კიდევ სწავლობენ. ტრადიციულად, ბრინჯაოს ხანის ცივილიზაციის გაქრობას მიზეზად, რეგიონში «ზღვის ხალხების» შემოჭრა სახელდება. ხოლო, ამ იდუმალი ტერმინით იმ ტომებს (გარამანტები, სიკულები, ფილისტიმელები, ფრიგიელები) მოიხსენიებენ, რომლებმაც რაღაც მიზეზების გამო, ძვ. წ. აღრ. XIII ს–ში, მიგრირება, სავარაუდოდ, ბალკანეთის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთიდან და ეგეოსის ზღვის აუზის კუნძულებიდან დაიწყეს.


imageნახატი ლუქსორის ტაძრის ბარელიეფიდან: ასახულია ეგვიპტელების «ზღვის ხალხებთან» ბრძოლა


ტერმინი «ზღვის ხალხები» — ძველეგვიპტურია. ადგილობრივი ჟამთაღმწერები ასე ეძახდნენ დაუპატიჟებელ სტუმრებს, რომლებიც მეკობრეობას ეწეოდნენ: აყაჩაღებდნენ პორტებს და გემებს, ნადავლის მოსაპოვებლად, ესეოდნენ ქალაქებს და ადამიანებსაც კი იტაცებდნენ. ასე, რომ, რეგიონში ნორმალური ცხოვრების რიტმი დასრულდა, ვაჭრობის შეწყვეტა, უარყოფითად აისახა კალის მიწოდებაზე, რომელიც აუცილებელი იყო ბრინჯაოს საწარმოებლად. მკვეთრად გაიზარდა ფასები საბრძოლო და შრომის იარაღებზე, ჩამოიშალა ეკონომიკა.
თუმცა, მეცნიერები ძველი ცივილიზაციის განადგურების მიზეზად მხოლოდ «მეკობრე მიგრანტებს» არ მიიჩნევენ. სავარაუდოდ, ბრინჯაოს კატასტროფის მიზეზი, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორი იყო... და უპირველეს ყოვლისა, ბუნებრივი კატაკლიზმები: გვალვა ძვ. წ. აღრ. XXII ს–ში, რომელმაც მთელი რეგიონი მოიცვა და ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა, რომელიც მთელი 3 საუკუნის მანძილზე (ძვ. წ. აღრ. 1800 – 1500 წწ.) გრძელდებოდა. ნილოსი, ადიდების პერიოდებში, ვერ აღწევდა სოფლის მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო ნიშნულებს, შეიცვალა ქარების მიმართულება, რომელსაც ადრე მშრალ რეგიონებში წვილა მიჰქონდა. სავარაუდოდ, ჩრდ. რეგიონებიდან მასობრივი მიგრაციის და ძველ სამყაროში კრიზისის მიზეზი სწორედ კლიმატის ცვლილება იყო.


imageასეთი იყო მიკენური იარაღი და ჭურჭელი ხმელთაშუაზღვისპირეთის ცივილიზაციის განადგურებამდე


კატასტროფის შემდეგ


ბრინჯაოს ხანის კრიზისის პერიოდი ძველი საბერძნეთის ისტორიაში «ბნელ ხანად» არის მოხსენიებული, რომელმაც ძვ. წ. აღრ. XI – VIII სს. პერიოდი მოიცვა. დროის ამ მონაკვეთში, განადგურდა ყველა მიკენური სასახლე და თითქმის ყველა დასახლება — მხოლოდ ათენი გადარჩა, მაგრამ მდგომარეობა არც იქ იყო სახარბიელო. ხალხმა წერ–კითხვა დაივიწყა, ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდის არანაირი წერილობითი წყარო არ არსებობს. დეგრადირება განიცადა ცხოვრების ყველა სფერომ, დაეცა კულტურის დონე და მოსახლეობის რაოდენობა 3–ჯერ შემცირდა.
ინფორმაციის ფრაგმენტები, რომლებიც ბრინჯაოს ხანის კატასტროფის სურათის შედგენის საშუალებას იძლევა, ეგვიპტეში აღმოჩენილი რამდენიმე არქეოლოგიური წყაროდან არის მოპოვებული, ხოლო, ძველ საბერძნეთში, მიმდინარე პროცესების შესახებ, ინფორმაციის ძირითად წყაროს – ჰომეროსის თხზულებები წარმოადგენს. «ოდისეა» და «ილიადა» ავტორმა კრიზისის დასრულების შემდეგ შექმნა, როდესაც საბერძნეთში პოლისების ჩასახვის და არქაიკის პერიოდი დაიწყო. ხოლო, განვლილი ბნელი საუკუნეები, ძველი ბერძნული მითოლოგიის კუთვნილებად იქცა.


imageკოსმეტიკის კონტეინერი უგარითიდან (ქ. თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე), ძვ. წ. აღრ. XIII ს.


ეგვიპტე ერთადერთი სახელმწიფო იყო, რომელმაც დაცემის შემდეგ, აღორძინება შეძლო. იშვიათი გამონაკლისი, ბნელი ხანის სამწუხარო სურათიდან, კვიპროსიც იყო, რომელმაც, მართალია, რამდენიმე ქალაქი დაკარგა, მაგრამ შედარებით ნაკლებად დაზარალდა და განვითარებაც კი შეძლო. მეცნიერები ვარაუდით, ამის მიზეზი, კუნძულზე «ზღვის ხალხების» მთავარი ბაზის არსებობა იყო.imageimageილიადას ხელნაწერი, ახ. წ. აღრ. V ს.


აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთო დაცემის ფონზე, რკინის გამოდნობის ტექნოლოგიები ვითარდებოდა და იმ დროისთვის, როდესაც კრიზისი დასრულდა, კულტურის აღორძინება, თითქმის ნულიდან დაიწყო. ხოლო, ელინისტური პერიოდის დაწყებამდე და ალექსანდრე მაკედონელის ისტორიულ ასპარეზზე გამოჩენამდე, დაახლოებით, 5 საუკუნე რჩებოდა...


imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage

1. აშშ–ს საზღვაო ძალების ყოფილი ოფიცრის განცხადებით, ამო–ს ტექნოლოგია ბევრად უსწრებს ადგილობრივს (ვიდეო)
2. ჰიტლერის უკანასკნელი ინტერვიუ — რას ფიქრობდა ის სტალინის შესახებ
3. როგორ ააყვავა და გაანადგურა ერთმა კაშხალმა დიდებული იმპერია და «საკმეველის გზა»
4. თომას ანდერსმა Modern Talking–ის დაშლის მიზეზი ახსნა
5. ბელადის მეუღლე, თუ რევოლუციის რუხი კარდინალი. მოწამლა, თუ არა, სტალინმა ლენინის ქვრივი

6. სხეულის სიკვდილის შემდეგ, სული სამყაროში ბრუნდება — ასეთია ბრიტანელი მეცნიერების კვლევის შედეგი

0
821
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
821
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0